⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.05.2018)
გაუქმებულია:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება

მიღების თარიღი 14.11.2017
ძალის დაკარგვა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016247
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,263 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2017 მიღება
01.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2017 წლის 14 ნოემბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  5 სექტემბრის №15 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური – პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური) არის ხულოს მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­ლობის კოდექსი“ და ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შე­საბამისად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური – პირველადი სტრუქტურული ერთეული. 4. სამსახური შედგება სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამ­სა­ხურში შემავალი განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულისაგან. 5. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 6. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყე­ნებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დ. ხულო, ტბელ-აბუსერისძის ქ. №1. თავი II სამსახურის საქმიანობის პრინციპები მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველ­ზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწო­ნას­­წორებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა. თავი III სამსახურის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებები 1. სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ხულოს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, რომლებიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. I კლასის ობიექტის შემთხვევაში დაგეგმილი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ხულოს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ბ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; გ) ქალაქთმშენებლობითი (ურბანული განვითარება) პროცესებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადება; დ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ესკიზების პროექტის შეთანხმება; ვ) კანონით დადგენილი წესით სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების  შეთანხმება; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; თ) მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება; ი) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე; კ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის მასალების მომზადება და გავრცელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ლ) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; მ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვა; ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება; ო) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან; პ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვადასხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ჟ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სხვა დავალებების შესრულება; რ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება. თავი IV სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის ხელმძღვანელი). 2. სამსახურის ხელმძღვანელს საქართველოს ორგა­ნული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­­­­თველობის კოდექსი“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი. 3. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) დადგენილი წესით დოკუმენტების სრულყოფისა და კანონიერების თაობაზე წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ამზადებს დასკვნებს სივრცითი მოწყობის პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემაზე; გ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; ე) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის; ვ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას; თ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ი) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას; კ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; მ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში; ნ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომი­სიე­ბში; ო) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; პ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და მო­ნა­წი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; ჟ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებს. 4. სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსა­ხუ­რი­სადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 5. სამსახურის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქ­მია­ნობისათვის მერის წინაშე. 6. სამსახურის ხელმძღვანელი არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. 7. სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­­თიე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლე­ბი განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობ­რი­ვი თვითმმარ­თ­ვე­ლო­ბის კოდექსი“ შე­სა­ბა­მი­სად. თავი V სამსახურის სტრუქტურა მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვა­ლეო­ბები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. მუხლი 6🔗. სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული 1. სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული: ა) უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას (I სტა­დია); ბ) უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას (II სტადია); გ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას (III სტადია); დ) უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას; ე) უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი (ურბანული განვითარება) პროცესებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას; ვ) უზრუნველყოფს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას; ზ) უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების  შეთანხმებას; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ი) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლებამოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 4. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს; 5. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე. 6. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის  წინაშე. 7. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები 1. ამ დებულების შესაბამისად, სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შე­მად­გენ­ლო­ბაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; გ) სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; დ) სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. თავი VI სხვა დებულებები მუხლი 8🔗. სხვა დებულებები წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.