1. საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ეს რეგლამენტი;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;
გ) ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;
დ) იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში;
ე) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისგან;
ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
ზ) დაიცვას ამ რეგლამენტით დადგენილი ქცევის სტანდარტები;
თ) ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.
3. საკრებულოს წევრი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახე