გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2017
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016395
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,218 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.05.2024 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.12.2017 ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.12.2022 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 17.03.2021 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2017 წლის 14 ნოემბერი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გორის  მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი №1 გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობასა და მუშაობის ორგანიზაციას. მუხლი 1🔗. გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ეკონომიკის სამსახური 1.  გორის    მუნიციპალიტეტის    მერიის  ეკონომიკის სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის გორის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული  ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას. 2. სამსახური  საქმიანობას წარმართავს  მოქმედი კანონმდებლობის,  მერიის  დებულების, ამ  დებულებისა  და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო  განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან (შემდგომში – განყოფილება). 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ქონების განყოფილება; ბ) ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილება; გ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი,  რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას – სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა  და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების ყველაზე მარალი რანგის მქონე მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის   უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს გორის მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ე) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ვ) გორის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ზ) გორის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) გორის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გორის მუნიციპალიტეტის მერი. 2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; პასუხს აგებს განყოფილების მიერ ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაოების შესრულების შესახებ; ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის   ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ე) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ვ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ზ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას; თ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადებას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგს; ი) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების პროექტების შემუშავებასა და მიღებას; კ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფასა, დგომის/გაჩერების რეგულირებას და შესაბამის მონიტორინგს; ლ) გორის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას, ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 6🔗. ქონების განყოფილების ფუნქციები 1.ქონების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; ი) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; კ) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის, ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. ტრანსპორტის    და   გარე  რეკლამის რეგულირების  განყოფილების  ფუნქციები 1. ტრანსპორტის და გარე რეკლამის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას; ბ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ ნებართვის გაცემას კონკურსის წესით; გ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადებას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგს; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების პროექტების შემუშავებასა და მიღებას; ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფასა, დგომის/გაჩერების რეგულირებას და შესაბამის მონიტორინგს; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების დარეგისტრირებას, შესაბამის სამინისტროებთან და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობას; ზ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას; თ) გარე რეკლამის განთავსების ადგილების შერჩევას, დარეგისტრირებას, შესაბამის სამინისტროებთან და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობას; ი) გარე რეკლამის განთავსების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; კ) გარე რეკლამის განთავსების შესახებ აუქციონების გამოცხადებას და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემას. მუხლი 8🔗. საერთაშორისო ურთიერთობების  განყოფილების  ფუნქციები 1. საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გორის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას; ბ)  მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას; გ) ტურიზმის განვითარების საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტში კერძო ბიზნესის ისეთი დარგების განვითარებას, როგორიცაა: საოჯახო სასტუმროები, აგრობიზნესი, ღვინის ბიზნესი, სუვენირების წარმოება, რეალიზაცია და ა.შ. დ) ამ მუხლში მითითებული მიზნებით ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა; ე) გორის მუნიციპალიტეტში ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება; ვ) ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.