გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2017
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016397
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,104 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.01.2018 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.06.2022 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2017 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 15.11.2017 კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2017 წლის 14 ნოემბერი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გორის  მუნიციპალიტეტის  მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების,  კულტურის,  სპორტისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება  (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი №1 გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების,  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება   ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას. მუხლი 1🔗. გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,   სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მერიის პირველადი   სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და  გორის მუნიციპალიტეტის  მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის ამოცანებია: ა) საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებში ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით; ბ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა; გ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება; დ) მოქალაქეთა სპორტული და სახელოვნებო შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება/რეალიზებაში ხელშეწყობა; ე) საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის , სამსახურის უფროსის მოადგილისა და მეორადისტრუქტურული ერთეულებისაგან – განყოფილებებისგან (შემდგომში – განყოფილება ). 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით , ამ დებულებით ა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე . 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე , ხოლო მისი არყოფნისას – სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი . 5. სამსახური შედგება ოთხი განყოფილებისგან : ა ) განათლების განყოფილება ; ბ ) კულტურის განყოფილება; გ ) სპორტის განყოფილება ; დ ) ახალგაზრდული განყოფილება. 6. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან . 7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით , ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით . განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების ყველაზე მარალი რანგის მქონე მოხელე . 8. განყოფილების მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით , ამ დებულებით და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით . განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით . 9. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ ” შესაბამისად . მუხლი 4🔗. სამსახურის   უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს გორის მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ე) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ვ) გორის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ზ) გორის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კ) გორის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ლ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; მ) ახორციელებს კანონმდებლობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. განყოფილების უფროსი. 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გორის მუნიციპალიტეტის მერი. 2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; პასუხს აგებს განყოფილების მიერ ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაოების შესრულების შესახებ; ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 6🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) განათლების , კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ; ბ ) მუნიციპალური საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვას ; გ ) განათლების , კულტურის , სპორტის და ახალგაზრდულ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას , გამოცდილების გაზიარებას ; დ ) კულტურის საქალაქო პროგრამების სფეროში ადმინისტრირებას და ანალიტიკურ სამუშაოებს : მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობას ; ე ) კულტურული , ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას ; ვ ) სამსახურის მოქმედების სფეროში კერძო ინიციატივების ხელშეწყობას ; ზ ) დაძმობილებული , დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ურთიერთობების დამყარებას ; თ ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითმმართველობებთან თანამშრომლობას ; ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ; ი ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის განათლების განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ)  განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობას; დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. სამსახურის  კულტურის    განყოფილების    ფუნქციები 1. სამსახურის კულტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების ფუნქციონირებაში ხელშეწყობას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. სამსახურის    სპორტის   განყოფილების   ფუნქციები 1. სამსახურის სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების ფუნქციონირების ხელშეწყობას; დ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას და რეალიზებას; ე) წინადადებების შემუშავებას გორის მუნიციპალიტეტის სპორტული პოტენციალის გაზრდის მიზნით; ვ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 10🔗. სამსახურის ახალგაზრდული განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის ახალგაზრდული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას, განხორციელებასა და კონტროლს; ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.