📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2017
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016248
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,523 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.07.2022 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.02.2018 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.01.2018 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.01.2018 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №28 2017 წლის 14 ნოემბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის  დებულება თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №14 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე        დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური – პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული საბიუჯეტო სახსრების მართვას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას. 2.სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური მითითებებით, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით. 3. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი თავისი დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის აღნიშვნით. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ტბელ აბუსერისძის ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია: ა) თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება; მერიის სტრუქტურულ ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება; ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად; გ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის სამუშაო პროცესის ორგანიზაცია; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სხვა სამსახურებთან და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა მერთან ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე; დ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერა კვარტალებისა და თვეების მიხედვით; ე) საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსება; ვ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება; ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის მომზადება; თ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება; ი) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღება; ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად; კ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება; ლ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის წინადადებათა მომზადება; მ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი ანგარიშის მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ; ნ) ამზადებს თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა წარუდგენს მერს; ო) სამსახურის თანხმობის გარეშე დაუშვებელია შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა; პ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; ჟ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშის მომზადება; რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყოფილი სახსრებით (ათვისების) უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. საფინანსო სამსახურის   სტრუქტურა და მისი მუშაობის    ორგანიზაცია 1.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 2. საფინანსო სამსახური აერთიანებს: ა) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული; ბ) საბიუჯეტო განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული; გ) საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული. 3. სამსახურის უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება ამ დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს საფინანსო სამსახურს. 4.სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებსა და საშტატო ნუსხას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5.  სამსახურის უფროსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულების და  საქართველოს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.  პასუხისმგებელია ამ დებულებით მასზე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) ახდენს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილებას; დ) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ვ) ესწრება მერის თათბირებს; ზ) სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმის წარმოების ფუნქციების შესრულებას; თ)ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 6.სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წინაშე. 7. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. 8. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გათავისუფლებისას, სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს რომელიმე განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 9. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; 1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფლებამოსილებებია: ა) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; გ) კონტროლი სამეურნეო მოვლენის კანონიერებასა და დოკუმენტების დროულად გაფორმებაზე; დ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით, მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა; ე) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების თავისდროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე; ვ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრული და თავისდროული აღრიცხვა; ზ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; თ) დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა და წარდგენა დასამტკიცებლად; ი) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება; კ) ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან (ა(ა)იპ) საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას და შემოწმებას; ლ) ახორციელებს კვარტალური და წლიური ბალანსის შედგენას და წარუდგენს სათანადო ორგანოებს; მ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, სამუშაოთა მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება და მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, ნ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან  შეთანხმებით. 3.მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 10. საბიუჯეტო განყოფილება: 1. საბიუჯეტო განყოფილების უფლებამოსილებებია: ა)„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად ამზადებს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს; ბ) მონაწილეობას იღებს ხულოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადებაში, ახორციელებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მომზადებას; გ) ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებასა და დამუშავებას; დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებას; ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამზადებს ამ ასიგნებების ყოველთვიურ და ყოველკვარტალური განწერის პროექტს და კანონით გათვალისწინებულ ვადებში აწვდის თითოეულ საბიუჯეტო დაწესებულებას; ვ) უზრუნველყოფს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ  საშტატო განრიგების და  ხარჯთაღრიცხვების სისწორეს და შესაბამისობას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან და მის შეთანხმებას  მერთან; ზ) ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან (ა(ა)იპ) საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას და შემოწმებას; თ) ადგენს და დადგენილ ვადებში საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარსადგენად ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; ი) მონაწილეობს საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამების შემუშავების (მასში ცვლილებების შეტანის) და მონიტორინგის პროცესში; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 3. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 11. საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეული 1. საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილებები; ა) ახორციელებს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას და მისი შესრულების ანგარიშების შედგენას, უზრუნველყოფს  ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას; ბ) ორგანიზაციული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით აღრიცხავს თვითმმართველი მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის გადასახდელებს; გ) აღრიცხავს მუნიციპალიტეტის  სპეციალური შემოსულობების ანგარიშზე თანხების მოძრაობას და დადგენილი წესით ახორციელებს ანგარიშიდან თანხების გადახდას; დ) ახორციელებს საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებიდან მუნიციპალიტეტის ასიგნებიდან განსახორციელებელ გადასახდელებზე; ე) ახორციელებს საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მუნიციპალიტეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე; ვ) უზრუნველყოფს წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტების სისრულის და სისწორის (ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების რეესტრთან შესაბამისობა; საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობა) შემოწმებას; ზ) მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელობასთან წარსადგენად ამზადებს ვალდებულებების ყოველდღიურ  რეესტრს; თ) ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებიდან საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას აღებული ვალდებულებების შესაბამისად მუნიციპალიტეტის  ასიგნებიდან განსახორციელებელ გადასახდელებზე; ი) ახორციელებს სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას აღებული ვალდებულებების შესაბამისად,  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე; კ) უზრუნველყოფს წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ვალდებულებებთან და საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების საფუძველზე შესაბამისი საგადახდო დავალებების ფორმირებას; ლ) უზრუნველყოფს მომზადებული და შემოწმებული ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების ხელმოსაწერად სამსახურის ხელმძღვანელობასთან წარდგენას, რეესტრის მომზადებასა და ფორმირებას მომსახურე საბანკო დაწესებულებაში წარსადგენად; მ) ახორციელებს ყოველდღიური საბანკო ამონაწერის დამუშავებას; ნ) ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს; ო) ადგენს და დადგენილ ვადებში საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარსადგენად ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; პ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ყოველდღიური ხარჯების ოპერატიულ აღრიცხვას; ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; რ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 3. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.