ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულება
მიღების თარიღი 14.11.2017
ძალის დაკარგვა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულება
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2017 წლის 14 ნოემბერი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად
გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის,
სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა –
შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №20 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება
მუხლი 1🔗.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური –
პირველადი სტრუქტურული ერთეული
1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური –
პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის აღრიცხვა-შესწავლას.
2. სამსახური –
პირველადი სტრუქტურული ერთეული, თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს, სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის-პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით.
2. სამსახურს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მეორადი სტრუქტურული ერთეული.
ბ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის მეორადი სტრუქტურული ერთეული.
3. სამსახურის –
მეორადი სტრუქტურული ერთეული შედგება, განყოფილების-მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
5. სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 3🔗.
სამსახურის საჯარო მოხელეები
1. ჯანმრთელობისა, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეებია:
ა) სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ.ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ.ა) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გ.ბ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გ.გ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური –
პირველადი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლება-მოსილებათა განხორციელებას;
გ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
დ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებასა და დამტკიცებული პროექტების განხორციელებას;
ვ) მოსახლეობის პირველადი სამედიცინო-სანიტარიული და სხვა სახის სოციალური დახმარების ორგანიზებას;
ზ) დადგენილ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვის კონტროლს;
თ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას;
ი) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;
კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლტოლვილთა და ეკომიგრანტთა აღრიცხვას, მათი პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას;
ლ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გარდაცვლილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის ორგანიზებას;
მ) სოციალური პროგრამების შემუშავებას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების მომზადებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ პირთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების ორგანიზებას;
ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43¹ და 42² მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს;
ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება –
მეორადი სტრუქტურული ერთეული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავება;
გ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა და შედეგების მონიტორინგი;
დ) სამინისტროს პროგრამების განხორციელებაზე კონტროლი;
ე) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ვ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;
ზ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ თემის სამედიცინო პუნქტებში (თსპ) და ამბულატორიებში მიმდინარე ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შემოწმება;
ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43¹ და 42² მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის მეორადი სტრუქტურული ერთეული
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საქმეების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) შესაბამის ორგანოებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ნაკადების რეგულირების, დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზების, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა, მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
დ) შესაბამის ორგანოებთან ერთად სტიქიასაშიში ტერიტორიებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და სტიქიით დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით სამართლებრივი ბაზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 7🔗.
სამსახური –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია
სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.