📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2017
ძალის დაკარგვა 25.12.2023
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,262 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2017 მიღება
25.12.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2017 წლის 14 ნოემბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის  მერიის, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება, თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №13 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – „სამსახური“) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“  და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, უზრუნველყოფს საქარველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით. მუხლი 2🔗. სამსახურის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფლება-მოვალეობები 1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციაა: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; გ) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; დ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზაცია და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში გაგზავნა; ვ) კონტროლი სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვაზე; ზ) სამხედრო რეზერვისტების აღრიცხვა და მათი შეკრების ორგანიზება; თ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ი) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; კ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული  გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებულ ძალების ქვედანაყოფში გაგზავნას; ლ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; მ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; ნ) თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება. 2. სამსახურის პირველად სტრუქტურულ ერთეულს უფლება აქვს: ა) აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მოამზადოს შესაბამისი მასალები და გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; გ) მიიღოს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო საქმიანობის უფლებამოსილების საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს საკითხი მათი სამედიცინო საქმიანობის ნებართვის შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით; დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვა, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული დატერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ე) უზრუნველყოს სამხედრო რეზერვისტების აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში მათი შეკრებების ორგანიზაცია; ვ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრუ ლი სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაცია 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – „პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,“), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.  2. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს. 3. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის  საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 5. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; გ) განსაზღვრავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს; დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. მუხლი 4🔗. სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის უფლებამოსილებები 1. სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ა) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზებას; ბ) მონაწილეობას ღებულობს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ განხილვასა და გადაწყვეტაში, შეისწავლის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის საკითხს; გ) ქმნის პირველად სამხედრო აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ ბაზებს. 2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებებს ახორციელებს მხოლოდ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 3. მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 5.ნ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 5🔗. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის უფლებამოსილებები 1. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ა) უზრუნველყოფს სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას; ბ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას; გ) უზრუნველყოფს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის კომისიების მუშაობის ორგანიზებას; დ) შეისწავლის საკითხს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ; ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; ვ) ქმნის პირველად სამხედრო აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ ბაზებს. 2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებებს ახორციელებს მხოლოდ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 3. მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 5. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის უფლებამოსილებები 1. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ა) უზრუნველყოფს    სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას; ბ) უზრუნველყოფს აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული  გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებულ ძალების ქვედანაყოფში გაგზავნას; გ) უზრუნველყოფს რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; დ) უზრუნველყოფს ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაციას, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას; ე) ქმნის სამობილიზაციო რესურსების ერთიან ელექტრონულ ბაზას; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებებს ახორციელებს მხოლოდ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 3. მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 5. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის უფლებამოსილებები 1. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ა) აწარმოებს მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის პირველად სტრუქტურულ ერთეულში საქმის წარმოებას, რეზერვისტთა და წვევამდელთა არქივის შენახვასა და დოკუმენტების დროულ მოძიებას; ბ) სამხედრო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულში ყოველდღიურად შემოსული კორესპონდენციის დროულად შესრულებასა და გაგზავნას ადრესატის მიხედვით; გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს; 2. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებებს ახორციელებს მხოლოდ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 3. მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 4. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 5.მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. პირველადი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია პირველადი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობის თანახმად.