⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.05.2018)
გაუქმებულია:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2017
ძალის დაკარგვა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,232 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2017 მიღება
01.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №23                2017 წლის 14 ნოემბერი               დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება თანდართული დანართის შესახებ. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №17 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – შიდა აუდიტის სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.    მუხლი 2🔗 შიდა აუდიტის სამსახური არის ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერიის) სტრუქტურული ერთეული. შიდა აუდიტის სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ-აბუსერისძის ქუჩა №1. შიდა აუდიტის სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. მუხლი 3🔗 შიდა აუდიტის სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – ცენტრი) კოორდინირებულად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შიდა აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 4🔗 შიდა აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებლივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად. თავი II შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება და მიზნები მუხლი 5🔗 1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება ვრცელდება იმ დაწესებულების  სისტემაზე, სადაც ის არის ჩამოყალიბებული. 2. შიდა აუდიტი ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობის განხორციელებით: ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან  შესაბამისობის  შეფასება; დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე)  ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ)  მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; თ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ი) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; კ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა  აუდიტორის  დამოუკიდებლობის  პრინციპებს. შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. შიდა აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) დამოუკიდებლობა; ბ) კეთილსინდისიერება; გ) ობიექტურობა; დ) პროფესიონალიზმი; ე) კონფიდენციალურობა; ვ) კანონიერება; ზ) გამჭვირვალობა. მუხლი 6🔗 1. შიდა აუდიტის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია; ა) მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ  პირებში  ჩაატაროს  შიდა აუდიტორული  შემოწმებები; ბ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მერიის სტრუქტურული ერთეულებსა და ტეროტორიულ ორგანოებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების  შექმნის ან  წარდგენის  და  ახსნა-განმარტების  მიცემის  თაობაზე; გ) ჩაატაროს შიდა აუდიტორული შემოწმება მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მომსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე; დ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტის და რისკის შეფასების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში. 3. მუნიციპალიტეტის მერიის  მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება. მუხლი 7🔗 შიდა აუდიტის სამსახური ვალდებულია: ა)  დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი. შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული  შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია; ბ)  ჩაატაროს მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დადადგენილი წესით; გ)  შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი,  შესაბამისი აუდიტის პროგრამა; დ) უზრუნველყონ შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ე) წელიწადში ერთხელ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერს; ვ)  შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები; ზ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი III შიდა აუდიტის სამსახურის  მოსამსახურეები მუხლი 8🔗 1. შიდა აუდიტის სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან : ა)   შიდა აუდიტის სამსახურის პირველადი სტრუქტუტული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) შიდა აუდიტის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2. აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტის მერს ხელშეკრულებით აყავს შტატგარეშე მოსამსახურე. 3. შიდა აუდიტის სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის   საშტატო ნუსხით. მუხლი 9🔗 1. მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს მერიის შიდა აუდიტის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.   2. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 3. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 4. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა)   ხელმძღვანელობს  და  წარმართავს შიდა აუდიტის  სამსახურის  საქმიანობას; ბ) ამზადებს და მუნიციპალიტეტის მერს შესათანხმებლად  წარუდგენს აუდიტის სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; გ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) მუნიციპალიტეტის მერს  შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას; ე) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს აუდიტის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ)  აკონტროლებს აუდიტის სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ი)  პერიოდულად ისმენს აუდიტის სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) შუამდგომლობს აუდიტის სამსახურისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია აუდიტის სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) შუამდგომლობს აუდიტის სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) წარუდგენს მერს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, აუდიტის სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო)   ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 10🔗 სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის  მიერ. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა  და გარანტიებით. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით  განსაზღვრული  მოთხოვნები; ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალებები; გ)  იზრუნონ  თავისი პროფესიული  მომზადების  დონის  ასამაღლებლად; დ) შეასრულონ  და დაიცვან  შინაგანაწესის  მოთხოვნები.