1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საერთო კრების უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისათვის აუცილებელი პროექტებისა და ინფორმაციის წარდგენა საერთო კრებისათვის, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების“, მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები, უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან:

ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე (თავმჯდომარეობაზე) უფლებამოსილ პირს;

ბ) დასახლების საერთო კრებას დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის და/ან დასახლებათა საზღვრების ცვლილების თაობაზე;

გ) უზრუნველყონ დასახლებათა საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული, მატერიალურ–ტექნიკური მხარდაჭერა;

დ) საერთო კრების მიერ შეთავაზებული საკითხის განხილვამდე, 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეულ