1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით.

2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე. მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებს.

3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ