1. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად.

2. საკრებულოს თითოეული წევრის მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორცილებასთან (საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს ფრაქციებში, კომისიების მუშაობაში მონაწილობის მიღება და მოსახლეობასთან გამრთული შეხვედრები) დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 395 ლარს.

3. ხარჯების განსაზღვრა ხდება ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან:

ა) საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 135 ლარის ოდენობისა, ფორმა №1-ის შესაბამისად;

ბ) საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 130 ლარის ოდენობისა, ფორმა №2-ის შესაბამისად;

გ) საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ფრაქციების სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 120 ლარის ოდენობისა, ფორმა №3-ის შესაბამისად.

დ) საკრებულოს თითოეულ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს ფრაქციის წევრი (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 120 ლარის ოდენობისა, ფორმა №4 შესაბამისად.

4. ამ დადგენილების მესამე მუხლის „ა“, „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვისას, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი აწარმოებს ოქმს(მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობის ასახვა) .

5. საკრებულოს აპარტი, საკრებულოს წევრის მიერ განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ფორმას, საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა საკრებულოს ფრაქციების სხდომებში ფაქტობრივი დასწრების მონაცემების და საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების(ფორმა №1; №2; №3, №4) საფუძველზე, კალენდარული თვის დასრულებიდან არუმეტეს ხუთი სამუშაო დღისა, წარუდგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ფორმა №5 -ის შესაბამისად.

6. საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს ფორმა №5-ს და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

7. საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯები აუნაზღაურდება ყოველთვიურად.

თავი III

საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგი