📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.11.2017
ძალის დაკარგვა 11.05.2018
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 532 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.2017 მიღება
11.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №67 2017 წლის 15 ნოემბერი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №14 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ლაშქარავა დანართი №1  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის  სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის  სპორტისა და ახალგაზრდობის  სამსახური 1. მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი, ილია ჭავჭავაძის ქ. №103. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; გ) წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; დ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელების კოორდინაციას; ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ვ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების მართვის კოორდინაციას; ზ) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის სპორტული და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევას; თ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობის, მასობრივი სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; ი) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; კ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ლ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; მ) ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბებას, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში; ო) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას; პ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვას და განხორციელების ხელშეწყობას; ჟ) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერას და საქმიანობის ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში; რ) სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებას, კანონით დადგენილი წესით; ს) ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლას და ანალიზს; ტ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; უ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.