1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირება; სახელმწიფო ინსტიტუციების მხარდაჭერისა და ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებში, ღონისძიებების დაგეგმვა გენდერული თანასწორობის მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მიზნით; დასახლების საერთო კრების ორგანიზება და ინფორმაციის გავრცელება დღის წესრიგის, მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ბავშვის დაბადების და პირის გარდაცვალების შესახებ კონსოლიდირებული ვერსიის მიწოდება.

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო და შესყიდვების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში  მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

3. ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია მუნიციპალიტეტის ქონების აღწერა და მართვა; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა.

4. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშოთა დაგეგმვა და ორგანიზება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება;  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.

5. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობა და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესება; ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობის კონტროლის განხორციელება, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვა, რეაგირება და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება; გარე ვაჭრობისა და ავტოპარკირების ადგილების მოწესრიგება; არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება.

6. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის უზრუნველყოფა. ფინანსების მართვის გაუმჯობესება სახსრების მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას.

7. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალურ საკითხთა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა.

8. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

9. სამხედრო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
თავი IV
მერიის  საჯარო მოსამსახურეებ