„სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №68 |
|
2018 წლის 6 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდების პირველი დონე (შემდგომში – პირველი დონე) – სარეაბილიტაციო სერვისი, რომელიც განისაზღვრება გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულის ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვის შესახებ, როდესაც მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულს არ აქვს პოზიტიური ცვლილების მოტივაცია და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის მსჯავრდებულის ჯგუფურ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვა;
ვ) საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდების მეორე დონე (შემდგომში – მეორე დონე) – სარეაბილიტაციო სერვისი, რომელიც განისაზღვრება გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულის ჯგუფურ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვის შესახებ, როდესაც მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულს აქვს პოზიტიური ცვლილების მოტივაცია და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მსჯავრდებულის ჯგუფურ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვა“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აგროვებს პირველად ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ მსჯავრდებულთა პირადი საქმიდან, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების ფორმის (შემდგომში – შეფასების ფორმა) (დანართი №3) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესავსებად;“.
3. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნიდან გამოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა, კოორდინატორი აგროვებს პირველად ინფორმაციას მსჯავრდებულთა პირადი საქმიდან შეფასების ფორმის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესავსებად, ეცნობა მსჯავრდებულთა პირადი საქმის მასალას და აწყობს ჯგუფის პირველ შეხვედრას.“;
ბ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81პუნქტი:
„81. საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენისას გუნდი, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მსჯავრდებულის ინდივიდუალურ (პირველი დონე) ან ჯგუფურ სარეაბილიტაციო (მეორე დონე) პროგრამაში ჩართვის მიზანშეწონილობას.“.
4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მსჯავრდებული გადაყვანილია საკნის ტიპის საცხოვრებელში, მოთავსებულია სამარტოო საკანში ან შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 06.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.016974.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №68, 06.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016974 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3850925/