1. საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან.

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით: „საქართველო. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო“,  „GEORGIA. SAKREBULO OF ZUGDIDI MUNICIPALITY“ და საიდენტიფიკაციო კოდ