1. საკრებულოს სხდომის ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.
2. სხდომის ოქმი საჯაროა (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც განხილულ იქნა დახურულ სხდომაზე).
3. საკრებულოს სხდომის ოქმს თან უნდა დაერთოს;
ა) სხდომაზე მონაწილე საკრებულოს წევრთა რეგისტრაციის ფურცელი;
ბ) სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები;
გ) სახელობითი კენჭისყრის ფურცლები, ფარული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი.
4. საკრებულოს სხდომის ოქმზე თანდართული მასალები ინახება საკრებულოს აპარატში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბარდება ადგილობრივ არქივს.