1. საკრებულოს წევრს თავისი უფლებამოსილების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, განსახილველ საკითხებში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრა და ცალკეული დავალებების შესრულება) განხორციელებასთან დაკავშირებით შეიძლება აუნაზღაურდეს:

ა) ტრანსპორტირების ხარჯები;

ბ) სამივლინებო ხარჯები;

გ) შიდა და საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურების ხარჯები;

დ) სხვა ხარჯები (ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ).

2. საკრებულოს წევრს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარჯი უნაზღაურდება საკრებულოს აპარატში წარმოდგენილი, მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურების მიზნით საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), ყოველთვიურად ეძლევა თანხა, რომლის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტით.

თავი IIIსაკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე (მოადგილეებ