1. საკრებულოს კომისიებია:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია;
ბ) იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია;
გ) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისია;
დ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია;
ე) ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია.
2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ