1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ წარმოდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს;

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლის (არაუმეტეს 3 პირის) სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს,დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის პროექტს ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 120-ე მუხლის მე -2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. 121-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, (დღე, თვე, წელი) საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

3. საერთო კრების მიერ წარმოდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს;

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციიის წარდგენის თარიღს

გ) დასახელების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში – რჩეული) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის პროექტს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას შესაბამის დასაბუთებას, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშ