1. საკრებულოს კომისიებია:
ა) იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო, და ეთიკის კომისია;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;
გ) კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია;
დ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია;
ე) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია;
2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ