1. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები ჩაითვლება პეტიციის წესით შემოტანილად და საკრებულოს სხდომაზე განიხილება თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არა ნაკლებ 1% და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერათა ჩატარების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.

2. პეტიციის წესით დაყენებულ საკითხებს საკრებულო სხდომაზე განიხილავს შემოტანიდან ერთი თვის ვადაში, თუ პეტიციით საკითხის განხილვის უფრო გვიანი ვადა არა არის მითითებული.

3. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ინიციატორებს სხდომის დღეს აცნობებს საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

4. წინადადების ან ნორმატიული აქტის პროექტის საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გამოყოს მომხსენებელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საკრებულოსა და შესაბამისი კომისიის სხდომებზე ამ საკითხის განხილვაშ