1. საინიციატივო  ჯგუფის  შემადგენლობისა  და  საერთო  კრების  მოწვევის  შესახებ ინიციატივის  რეგისტრაციის  თაობაზე  ინფორმაცია  და  საერთო  კრების  დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.

2.  საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის  შესახებ  ინფორმაცია  ქვეყნდება  ან/და  საჯაროდ  ცხადდება  ან/და  ქვეყნდება  პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.

3.  საერთო  კრების  სხდომის  ოქმი  საჯარო  გაცნობისთვის  ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის მერისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

4.  განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  მათ  ასახვამდე  უნდა  გამოქვეყნდეს  შესაბამის  დასახლებულ  პუნქტში  საერთო  კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

5.  ამ  მუხლის  პირველ  და  მე-4  პუნქტებში  აღნიშნული  ინფორმაცია  ქვეყნდება   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის   მიერ,  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  შენობაში,  სპეციალურად  საჯარო  განცხადებებისთვის  განკუთვნილ  ადგილას  და  შესაბამის  დასახლებულ  პუნქტში  საზოგადოებრივი  თავშეყრის  ადგილებზე,  ასევე  ქვეყნდება  ბეჭდვით  ორგანოში,  რომელიც  გამოიცემა  კვირაში  ერთხელ  მაინც  და  ვრცელდება  მუნიციპალიტეტის  მთელს  ტერიტორიაზე,  მუნიციპალიტეტის  ვებ-გვერდზე.

6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას,  უზრუნველყოფენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, საინიციატივო  ჯგუფი,  აგრეთვე, საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).
თავი VII
მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტე