📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.11.2017
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.144.016294
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,462 სიტყვა · ~17 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
სამართლებრივი აქტის მიღების საჭიროება
რა საკითხს ეხება, რომელი კანონის რა ნორმის შესასრულებლად მიიღება დადგენილება
მუხლი 7
სამართლებრივი აქტის ძირითადი მახასიათებლები
რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება
მუხლი 7
აქტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება
გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებებს და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯი ან როგორ იქნება გამოყენებული დამატებითი შემოსავალი
მუხლი 7
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 13.04.2018 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმებისა და ტაბელის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.11.2017 კასპის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.11.2017 თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 03.09.2014 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 02.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №26 2017 წლის 16 ნოემბერი ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის,  61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და ტაბელი – დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №9 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge 05/05/2014 010260040.35.144.016142). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი                                                                                                                                              დანართი №1 ქარელის მუნიციპალიტეტში  საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და ტაბელი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის რეგულირების სფერო 1. ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და  ტაბელი (შემდგომში – ტაბელი) ადგენს ქარელის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) საკრებულოს და მერიის, მათი აპარატის, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების უნიფიცირებული დოკუმენტების სახეებსა და მათი გაფორმების სტანდარტებს. მისი მოქმედება  ვრცელდება როგორც ქაღალდზე შესრულებულ, ისე ელექტრონულ დოკუმენტებზე.  2. საქმისწარმოების (დოკუმენტბრუნვის) ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – პროგრამა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შიგნით და მის გარეთ (ელექტრონული კანცელარიის პროგრამის ქონის შემთხვევაში) შემოსული, შესრულებული და შექმნილი დოკუმენტების ელექტრონულ მოძრაობას. მუხლი 2🔗. საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები 1.  საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები  განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონით – „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“,  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით, აგრეთვე ამ დადგენილებით. 2. საქმისწარმოებაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული ტაბელის და უნიფიცირებული  დოკუმენტების გარდა, სხვა სახის დოკუმენტების შედგენა დაიშვება  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და საქმისწარმოებისას წარმოქმნილი საჭიროებისას. მუხლი 3🔗. ტაბელის მოთხოვნათა დაცვა 1. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან საქმისწარმოებისას დაიცვან ამ დადგენილების  მოთხოვნები. 2. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს საკრებულოში - საკრებულოს აპარატი, მერიაში -  მერიის ადმინისტრაციული სამსახური.    3. დოკუმენტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე „Windows"-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: ძირითადი ტექსტები შესრულებული უნდა იყოს Sylfaen, ზომით №11, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თავი II მუნიციპალიტეტში  საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტის სახეები მუხლი 4🔗. სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები  1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები: ა) სამართლებრივი აქტები: ა.ა) ნორმატიული აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება; ა.ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება; ა.გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება; ა.დ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანება. ა.ე) სხვა სამართლებრივი აქტები.  ბ) ოქმები: ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი; ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი; ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი; ბ.დ)  სხვადასხვა კომისიის ოქმები; გ) სამართლებრივი აქტის  პროექტის განმარტებითი ბარათი; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირის დავალება (მითითება); ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულში მერის  წარმომადგენლის ცნობა; ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ზ) მოხსენებითი ბარათი; თ) განცხადებები; ი) მინდობილობები; კ)  შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპოდენცია; ლ) განმარტებითი ბარათები; მ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებული გარიგება. 2. დოკუმენტბრუნვის (საქმისწარმოების) ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების შესრულებას: ა) დოკუმენტების აღრიცხვა (შემოსული, შესრულებული კორესპონდენცია, ბრძანებები); ბ) ახალი დოკუმენტების შექმნა/რეგისტრაცია: ნომრის და თარიღის მინიჭება, ხელმოწერა; გ) დოკუმენტების მოძრაობა რეზოლუციაზე და ვიზირებაზე წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით; დ) დოკუმენტების ძებნა წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით (მაგ.: რეგისტრაციის თარიღით, და ა.შ.); ე) დოკუმენტების კლასიფიკაცია სხვადასხვა ტიპებით: ბრძანება, შესრულებული კორესპონდენცია, მოთხოვნა, მოხსენებითი ბარათი და ა.შ;  ვ) დოკუმენტების ძებნა შინაარსით; ზ) მომხმარებელთა ჯგუფებისა და როლების მართვა; თ) წვდომის უფლებების ინდივიდუალურად განსაზღვრის შესაძლებლობა; ი) ელექტრონულად ჩართული ადრესატებისგან გამოგზავნილი კორესპონდენციის აღრიცხვა; კ) სისტემაში განთავსებული მონაცემების შენახვა და დაცვა. 3. საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები, მისი მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების, მასში ცვლილებების შეტანის წესები და პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 5🔗. სამართლებრივი აქტების ბლანკი 1. სამართლერბივი აქტები იქმნება A4 ფორმატის ფურცელზე  ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ორიგინალი და  ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატში და გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში  დაცულ მონაცემთა ბაზაში. 2. სამართლებრივი აქტების  ბლანკზე დაიტანება შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები: ა) მცირე სახელმწიფო გერბი და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი (დაიტანება „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით); ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში); ბ.ა) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „თავმჯდომარის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში); ბ.ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ქარელის მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში); გ) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა „დადგენილება №“ (დაიტანება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში); გ.ა) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა „განკარგულება №“ (დაიტანება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში); გ.ბ) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა „ბრძანება №“ (დაიტანება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის“ ასევე „ქარელის მუნიციპალიტეტის მერის“  ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში); დ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – წელიწადი, თვე და რიცხვი (მაგ.: 2010 წლის 6 სექტემბერი; თარიღი დაიტანება წარწერის „დადგენილება №“ან, განკარგულება №“ ან, ბრძანება №“  2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში); ე) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ქარელი“ (დაიტანება სამართლებრივი აქტის“ მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში). ვ) უფლებამოსილი პირის, საკრებულოს თავმჯდომარის ან მერის ხელმოწერა და მუნიციპალიტეტის ბეჭედი. თავი III მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებლოს ბიურო, კომისიების ან სხვა ოქმები მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ან სხვა  ოქმები 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია სხდომაზე საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიმდინარეობა. 2. ოქმები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. 3. სხდომის  ოქმის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან. 4. სხდომის ოქმის შესავალში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან სხვა კომისიის) დასახელება და ოქმი № (რიგითი ნომერი) (დაიტანება ფურცლის დასაწყისის შუა ნაწილში); ბ) №11 შრიფტით შესრულებული გამუქებული  წარწერა  სხდომის ჩატარების ადგილის  დასახელების ოქმის რიგითი ნომრის 2 ინტერვალით დაბლა დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა მხარეს); გ) №11 შრიფტით შესრულებული  გამუქებული წარწერა სხდომის ჩატარების თარიღი (შემდეგი თანმიმდევრობით – წელიწადი, თვე და რიცხვი) სხდომის ჩატარების ადგილის გასწვრივ დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს; დ) №11 შრიფტით შესრულებული ჩანაწერი სხდომის თავმჯდომარის, წევრების, აგრეთვე სხდომაზე მოწვეული  დამსწრე პირთა ვინაობის შესახებ. დაიტანება სხდომის ჩატარების აღმნიშვნელი თარიღის 2 ინტერვალით დაბლა; ე) №11 შრიფტით შესრულებული ჩანაწერი სხდომის დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგის ყოველი საკითხი ოქმში შეიტანება ცალ-ცალკე  და ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. 5. ოქმის ძირითადი ნაწილი შედგება განაყოფებისგან, რომლებიც შეესაბამება დღის წესრიგის პუნქტებს. ოქმის ძირითადი ნაწილის თითოეული განაყოფი უნდა შედგეს შემდეგი სტრუქტურით: ა) „I. მოისმინეს: (...)“: ამ ნაწილში შეიტანება დღის წესრიგის საკითხზე მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებლების) ვინაობა და მათი გამოსვლების ძირითადი შინაარსი. თუ მომხხსენებლის (თანამომხსენებლის) მოხსენება წერილობითი სახით ერთვის ოქმს, მაშინ ოქმში კეთდება შესაბამისი მითითება. იმ შემთხვევაში, თუ მომხსენებელი წარადგენს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტს, ეს პროექტი წერილობითი სახით ოქმს თან ერთვის; ბ) „II. აზრი გამოთქვეს: (...)“: ამ ნაწილში გადმოცემული უნდა იყოს საკითხის გარშემო კამათში გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი; გ) „III.კენჭი უყარეს: (...)“: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის შესახებ გამართული კენჭისყრის სახე (ღია, ფარული, სახელობითი, კენჭისყრა ბიულეტენების მეშვეობით), კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა (თუ კენჭისყრა სახელობითია - მონაწილეთა ვინაობაც) და კენჭისყრის შედეგები (საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, ხოლო თუ კენჭისყრა სახელობითია - მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ვინაობაც); დ) „IV. დაადგინეს: (...)“: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის თაობაზე სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს სამართლებრივი აქტის მიღებას, მიღებული აქტის ტექსტი სრულად ერთვის ოქმს. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს საკითხის გადადებას, დღის წესრიგიდან მოხსნას ან, თუ კენჭისყრის შედეგად სამართლებრივი აქტის პროექტი უარყოფილია, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. სხდომის აუდიო ან ვიდეოჩანაწერი საკრებულოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინახება საკრებულოს შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად. 7.    სხდომის ოქმის ტექსტის შედგენა   ხდება მატერიალური სახით, ან პირდაპირ, ელექტრონული კანცელარიის სისტემაში. ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში კანონით დადგენილი წესით მუხლი 7🔗. სამართლებრივი აქტის  პროექტის განმარტებითი ბარათი 1. სამართლებრივი აქტის განმარტებითი ბარათი არის, სამართლებრივი აქტის  პროექტზე თანდართული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დადგენილ მონაცემებს სამართლებრივი აქტის შესახებ. 2. განმარტებითი ბარათის კანონით და ამ ტაბელით განსაზღვრული წესით შედგენას უზრუნველყოფს, პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი. 3. განმარტებით ბარათში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) პროექტის ავტორი; ბ) პროექტის ინიციატორი; გ) სამართლებრივი აქტის მიღების საჭიროება – რა საკითხს ეხება, რომელი კანონის რა ნორმის შესასრულებლად მიიღება დადგენილება; დ) სამართლებრივი აქტის ძირითადი მახასიათებლები – რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება; ე) აქტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება – გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებებს და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯი ან როგორ იქნება გამოყენებული დამატებითი შემოსავალი; ვ) ვინ იღებდა მონაწილეობას პროექტის შემუშავებაში, როგორ იქნა გათვალისწინებული მათი მოსაზრებები. 4. თუ  პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა ლობისტი, აუცილებელია განმარტებით ბარათთან ერთად, პროექტს თან დაერთოს ლობისტის დასკვნა. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება) 1. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება) არის განკარგულებითი ხასიათის დოკუმენტი, რომელიც შეეხება სამართლებრივი აქტის აღსრულებას, აგრეთვე მეთოდური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასთან ან ადმინისტრაციული საქმისწარმოების სხვა პროცედურის განხორციელებასთან. 2. დავალება (მითითება) უნდა შეესაბამებოდეს დავალების ადრესატი მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და კონკრეტული საქმისწარმოების პროცესში გაცემულ თანამდებობრივ ინსტრუქციას. 3. წერილობითი დავალება მზადდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და ეგზავნება დანიშნულებისამებრ კონკრეტულ მოხელეს. დავალება (მითითება) შეიძლება გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის, ხოლო თუ დავალება მოკლეა და ითვალისწინებს ადმინისტრაციული საქმისწარმოების სტანდარტულ პროცედურას – სარეზოლუციო ფურცლის ან საქმისწარმოების სხვა დოკუმენტზე წაწერილი რეზოლუციის სახით. 4. დავალება (მითითება) უნდა შედგებოდეს საკონსტატაციო და განკარგულებითი ნაწილებისაგან. საკონსტატაციო ნაწილში გადმოცემული უნდა იქნეს ადრესატის მიერ ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში ჩასატარებელ მოქმედებათა მიზნები და ამოცანები, ხოლო თუ დავალება გაიცემა სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად, აღინიშნება ამ აქტის დასახელება. განკარგულებითი ნაწილი უნდა დაიწყოს სიტყვებით: „გავალებთ“ ან „გთავაზობთ“, შემდეგ პუნქტების მიხედვით გადმოცემული უნდა იყოს ადრესატის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ მოქმედებათა შინაარსი და შესრულების ვადები. განკარგულებითი ნაწილის ბოლო პუნქტში უნდა მიეთითოს იმ თანამდებობის პირის დასახელება, ვინც პასუხისმგებელია დავალების შესრულების კონტროლზე. დავალებას ან მითითებას ხელს აწერს დავალების გამცემი და დოკუმენტში აღინიშნება დავალების გაცემის თარიღი. მუხლი 9🔗. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის  წარმომადგენლის  ცნობა 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  ცნობა არის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული საინფორმაციო დოკუმენტი. 2. ცნობა შედგება შესავალისა და საკონსტატაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება ვის და რა მიზნით ეძლევა ცნობა, ხოლო საკონსტატაციო ნაწილში ამომწურავად უნდა იქნეს მოყვანილი ცნობით დადასტურებული საქმის ფაქტობრივი გარემოება. მუხლი 10🔗. მუნიციპალიტეტის სახელით დადებული  ხელშეკრულება 1. მუნიციპალიტეტის სახელით დადებული  ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. 2. მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები. მუხლი 11🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის დოკუმენტი, რომლითაც მუნიციპალიტეტში ოქმის შედგენაზე  უფლებამოსილი  პირი ადგენს და ადასტურებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის იურიდიულ ფაქტს. თავი IV მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების სხვა ძირითადი ტიპები და  რეკვიზიტები მუხლი 12🔗. საქმისწარმოების დოკუმენტების სხვა ძირითადი ტიპები 1. საქმისწარმოების დოკუმენტების სხვა ძირითადი ტიპებია: ა) შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპონდეცია; ბ) განცხადებები; გ) განმარტებითი ბარათები; დ) მოხსენებითი ბარათები; ე) მინდობილობები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების ადმინისტრაციულ წარმოებაში ბრუნვა  განისაზღვრება სამსახურის დებულებებით,  თნამდებობრივი ინსტრუქციებით ან  მუნიციაპლიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. დოკუმენტის შაბლონი  შაბლონი ტექსტებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით,  მერის   ან შესაბამისი სამსახურის ან თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე. მუხლი 13🔗. საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები 1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტები სრულდება A4 ფორმატის ფურცელზე და მასზე საჭიროების შესაბამისად  დაიტანება სხვადასხვა  რეკვიზიტები. 2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტებია: ა) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება; ბ) დოკუმეტის ავტორი დაწესებულების მისამართი; გ) დოკუმეტის დასახელება (მიეთითება ამ ტაბელით განსაზღვრული უნიფიცირებული ფორმის სახელწოდება); დ) დოკუმენტის ტექსტის სათაური; ე) თარიღი; ვ) ინდექსი; ზ) ვიზები; თ) შემსრულებლების აღნიშვნა; ი) ხელმოწერა; კ) აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ. 3. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების დამატებითი რეკვიზიტებია: ა) დოკუმენტის ავტორი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება; ბ) რეზოლუცია; გ) დამტკიცების გრიფი; დ) ბეჭედი; ე) მცირე სახელმწიფო გერბი და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი; ვ) ადრესატი; ზ) აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ; თ) დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი. მუხლი 14🔗. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები და რეკვიზიტების შტამპები 1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტები, როგორც წესი, ფორმდება ბლანკებზე. დოკუმენტის ბლანკზე ამ დოკუმენტის სახის მიხედვით დაიტანება რეკვიზიტები. 2. საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების სახით. ბლანკების ელექტრონული ვერსიები ინახება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ადგილობრივი სამსახურების და ტერიტორიული ორგანოების მონაცემთა ბაზებში. ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ბლანკების გამოყენების წესები განისაზღვრება ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციით. 3. ბლანკზე არსებული და ხელით დატანილი რეკვიზიტების გარდა, დოკუმენტზე გამოყენებული რეკვიზიტებისათვის შესაძლებელია ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტებისათვის გამოყენებულ იქნას შტამპები. შტამპის სახით არსებული რეკვიზიტები განისაზღვრება ამ ტაბელით. მუხლი 15🔗. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტები 1. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტებია: ა) ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“; ბ) ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“. 2. ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ საქმისწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში №16 შრიფტით შესრულებული წარწერის: „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო (ან მერია)“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი. 3. ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“ დაიტანება გამყოფი ზოლის 1 ინტერვალით ქვემოთ №10 შრიფტით შესრულებული წარწერის: „ქარელი, ნინოშვილის ქუჩა №3, ტელ.: (...), ინდექსი: (...)“. მუხლი 16🔗. რეკვიზიტი – „დოკუმენტის დასახელება“ 1. რეკვიზიტი – „დოკუმენტის დასახელება“ დაიტანება საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, გარდა წერილებისა. 2. რეკვიზიტი „დოკუმენტის დასახელება“ დაიტანება მისამართის 2 ინტერვალით ქვემოთ №16 გამუქებული მთავრული შრიფტით შესრულებული წარწერის სახით. მუხლი 17🔗. რეკვიზიტი „თარიღი“ 1. რეკვიზიტი „თარიღი“ დაიტანება საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, რეკვიზიტი „დოკუმენტის დასახელების“, ხოლო წერილებზე დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართის 2 ინტერვალით ქვემოთ დამკვირვებლის პოზიციიდან ფურცლის მარჯვენა მხარეს. 2. თარიღი აღინიშნება №11 გამუქებული მთავრული შრიფტით ციფრობრივ სიტყვიერი ფორმით ერთ ხაზში (მაგ.: --- ---------- 2017 წ). მუხლი 18🔗. რეკვიზიტი „ინდექსი“ 1. რეკვიზიტი „ინდექსი“ დაიტანება მხოლოდ წერილებზე. ინდექსი წარმოადგენს დოკუმენტის პირობით აღნიშვნას, რომელიც მას ენიჭება რეგისტრაციის დროს. ინდექსთან ერთად წერილზე დაიტანება მითითება საპასუხო დოკუმენტზე. 2. ინდექსი შედგება რიგითი სარეგისტრაციო ნომრისა და საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით მინიჭებული ნომერისაგან. მითითება საპასუხო დოკუმენტზე აიღება შემოსული საინიციატივო წერილისაგან და ფორმდება შემდეგი სახით: „პასუხად 08. 07. 05. №12/01-02-ზე“. 3. რეკვიზიტი „ინდექსი“ განთავსდება რეკვიზიტ „თარიღის“ გასწვრივ დამკვირვებლის პოზიციიდან ფურცლის მარცხენა მხარეს.   მუხლი 19🔗. რეკვიზიტი „დოკუმენტის ტექსტის სათაური“ 1. რეკვიზიტი „დოკუმენტის ტექსტის სათაური“ დაიტანება სამართლებრივ აქტებზე. 2. სათაური წარმოადგენს დოკუმენტის შინაარსის მოკლე გადმოცემას და უნდა უთანხმდებოდეს დოკუმენტის სახელწოდებას. 3. რეკვიზიტი „დოკუმენტის ტექსტის სათაური“ განთავსდება რეკვიზიტების „თარიღის“ და „ინდექსის“ 2 ინტერვალით ქვემოთ ფურცლის ცენტრალურ ადგილას. მუხლი 20🔗. რეკვიზიტი „ვიზა“ 1. რეკვიზიტი „ვიზა“ დაიტანება მხოლოდ სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების პროექტებზე და აღნიშნავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტის პროექტზე თანხმობას. 2. რეკვიზიტი „ვიზა“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება მის უკანა მხარეს. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება საოფისე პროგრამის მეშვეობით. 3. ვიზირების დროს მიეთითება შემდეგი მონაცემები: ა) წარწერა „ვეთანხმები“; ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი; გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: „(..) (..............) (....).“ დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია. 4. თუ ვიზის მიმცემს აქვს შენიშვნები ან დამატებები დოკუმენტის პროექტზე, იგი ფორმდება ცალკე ფურცელზე, რომელიც დაერთვის ძირითად დოკუმენტს. მუხლი 21🔗. რეკვიზიტი „შემსრულებელი“ 1. რეკვიზიტი „შემსრულებელი“ დაიტანება მხოლოდ სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების პროექტებზე და აღნიშნავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტის პროექტზე თანხმობას. 2. რეკვიზიტი „შემსრულებელი“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება მის უკანა მხარეს. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება საოფისე პროგრამის მეშვეობით. 3. შემსრულებლის მითითების დროს დაიტანება შემდეგი მონაცემები: ა) წარწერა „შემსრულებელი“; ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი; გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: „(..) (..............) (....).“ დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.  მუხლი 22🔗. რეკვიზიტი „ხელმოწერა“ 1. რეკვიზიტი „ხელმოწერა“ დაიტანება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, დოკუმენტის ტექსტის 2 ინტერვალით ქვემოთ ერთ ხაზში შესრულებული წარწერის სახით. 2. რეკვიზიტი „ხელმოწერა“ შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) თანამდებობის დასახელება; ბ) პირადი ხელმოწერა (შესაძლებელია ფაქსიმილიის შტამპის გამოყენება); გ) ხელმოწერის გაშიფვრა (სახელი და გვარი). 3. თანამდებობა მიეთითება სრულად, თუ ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტი ბლანკზე არ სრულდება, ხოლო ბლანკზე შესრულებულ დოკუმენტებზე გამოიყენება თანამდებობის შემოკლებული დასახელება. 4. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი „ხელმოწერა“ გამოიყენება ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის სახით. მუხლი 23🔗. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ 1. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ დაიტანება ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში საბოლოოდ გაფორმებულ (უკვე შესრულებულ) ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე. 2. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ დოკუმენტზე დაიტანება წარწერის სახით „საქმეში“ და უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა/ფაქსიმილია. 3. შესრულებული ელექტრონული დოკუმენტების შენახვა და არქივირება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით. მუხლი 24🔗. რეკვიზიტი „რეზოლუცია“ 1. რეკვიზიტი „რეზოლუცია“ დაიტანება შემოსულ და შიდა სამსახურებრივ შესასრულებელ დოკუმენტებზე და აღნიშნავს ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში უფლებამოსილი თანამდებობის პირის დავალებას დოკუმენტის შემსრულებელზე. 2. ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე რეზოლუცია ხელნაწერის სახით დაიტანება დოკუმენტის დამკვირვებლის პოზიციიდან ზედა მარჯვენა კუთხეში ან რეზოლუციის ფურცელის სახით დაერთვის ძირითად დოკუმენტს. რეზოლუცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) დოკუმენტის შემსრულებლის სახელი და გვარი; ბ) დავალების შინაარსი (თუ დავალება სტანდარტულ პროცედურას გულისხმობს, კეთდება წარწერა „შესასრულებლად“); გ) დავალების შესრულების ვადა; დ) ხელმძღვანელის პირადი ხელმოწერა და თარიღი. 3. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი „რეზოლუცია“ სრულდება საოფისე პროგრამის მეშვეობით. მუხლი 25🔗. რეკვიზიტი „დამტკიცების გრიფი“ 1. რეკვიზიტი „დამტკიცების გრიფი“ დაიტანება საქმისწარმოების დოკუმენტებზე საჭიროებისამებრ. 2. რეკვიზიტი „დამტკიცების გრიფი“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება: ა) წარწერა „ვამტკიცებ“; ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი; გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: „(..) (..............) (....) წ.“; დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია. 3. დამტკიცების გრიფის გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და შტამპების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და „მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით. 4. დამტკიცების გრიფის შტამპი დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში. 5. ელექტრონული დოკუმენტების დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით. მუხლი 26🔗. რეკვიზიტი „ბეჭედი“ 1. რეკვიზიტი „ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე: ა) სამართლებრივ აქტებზე; ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე); გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე; დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე; ე) ოქმებზე; ვ) ცნობებზე; ზ) საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე. 2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბეჭედი; გ) მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედი; დ) ადგილობრივი სამსახურის ბეჭედი; ე) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ბეჭედი. 3. ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით. 4. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი. 5. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა. მუხლი 27🔗. რეკვიზიტი „მცირე სახელმწიფო გერბი“ და „ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი“ 1. რეკვიზიტი „მცირე სახელმწიფო გერბი“ და „ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი“ გამოიყენება: ა) სამართლებრივი აქტების ბლანკებზე; ბ) წერილების ბლანკებზე; გ) ცნობების ბლანკებზე; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის და მერის წარმომადგენლის   ბეჭდებზე. 2. მცირე სახელმწიფო გერბი დოკუმენტების ბლანკებზე დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა ზედა კუთხეში ფურცლის ზედა ადგილზე, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი – დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა ზედა კუთხეში. გერბების ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია. მუხლი 28🔗. რეკვიზიტი „ადრესატი“ 1. რეკვიზიტი „ადრესატი“ დაიტანება ფოსტით გასაგზავნ წერილებზე და შეიცავს: ა) თუ ადრესატი ფიზიკური პირია: ა.ა. ადრესატის გვარსა და სახელს; ა.ბ. ფიზიკური პირის რეგისტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №) ბ) თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია: ბ.ა. დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაში; ბ.ბ. ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში; ბ.გ. დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №). 2. დოკუმენტის რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას მითითება „ასლი“ არ გამოიყენება. რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილი უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი. 3. რეკვიზიტი „ადრესატი“ განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარეს. მუხლი 29🔗. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ 1. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ დაიტანება შემოსულ დოკუმენტებზე, მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციისას. 2. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ 3X5 ზომის შტამპის სახით დაიტანება შემოსული დოკუმენტის პირველი ფურცლის დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა ქვედა კუთხეში. 3. დოკუმენტის შემოსვლის შტამპზე ამოიტვიფრება: ა) დოკუმენტის ადრესატის (საკრებულო, მერია) დასახელება; ბ) წარწერა: „(..) (..............) (....) წ“; გ) წარწერა „№(...)“. 4. შტამპის დატანის შემდგომ შემოსული დოკუმენტის რეგისტრატორის მიერ ხელით ივსება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შტამპის წარწერები, შესაბაბისად, მიეთითება დოკუმენტის შემოსვლის თარიღი და შემოსული დოკუმენტისათვის მინიჭებული ინდექსი. მუხლი 30🔗. რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ 1. რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ დაიტანება დოკუმენტებზე, რომლებიც შეიცავეს საიდუმლო ან კონფიდენციალურ ინფორმაციას. 2. რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ საიდუმლო ან კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაიტანება 3X4 ზომის შტამპის სახით. შტამპს დოკუმენტზე დაიტანს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი – საკრებულოს ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. გასაიდუმლოების შტამპზე ამოტვიფრულია წარწერა „საიდუმლოდ“. 3. გასაიდუმლოების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა ზედა კუთხეში. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 2017 წლის  10 ნოემბერი ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 2017 წლის  10 ნოემბერი ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება № 2017 წლის  10 ნოემბერი ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება № 2017 წლის  10 ნოემბერი ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   სხდომის ო ქ მ ი   №           ქარელი                                                                                                     ------ წლის  -- -------- სხდომას ესწრებოდნენ: მოწვეული სტუმრები: სხდომის თავმჯდომარე:     პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი ----    ------     ------- წელი -------- მომხსენებელი: ----------- მომხსენებელი: მოისმინეს: აზრი გამოთქვეს: კენჭი უყარეს: გადაწყვიტეს: ამით საკრებულოს სხდომამ დაასრულა მუშაობა.              სხდომის თავმჯდომარე:                                                          -------------  --------------------- ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს   სხდომის ო ქ მ ი   №           ქარელი                                                                                                     ------ წლის  -- -------- სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის თავმჯდომარე:                                             ფრაქციის თავმჯდომარე მოწვეული სტუმრები: სხდომის თავმჯდომარე:     პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგი ----    ------     ------- წელი -------- ----------- მოისმინეს: აზრი გამოთქვეს: კენჭი უყარეს: გადაწყვიტეს:                        ამით საკრებულოს ბიუროს სხდომამ დაასრულა მუშაობა.                  სხდომის თავმჯდომარე:                                                    -------------  --------------------- ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს --------- კომისიის სხდომის ოქმი № ქალაქი ქარელი                                                                         2017 წლის  10 ნოემბერი             სხდომას ესწრებოდნენ:           მოწვეული სტუმრები:     პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს -------კომისიის სხდომის დღის წესრიგი ----    ------     ------- წელი -------- მომხსენებელი: ----------- მომხსენებელი: მოისმინეს: აზრი გამოთქვეს: კენჭი უყარეს: გადაწყვიტეს: ამით საკრებულოს სხდომამ დაასრულა მუშაობა. სამართლებრივი აქტის  პროექტის განმარტებითი ბარათი „-------------------“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (განკარგულების) პროექტთან დაკავშირებით 1. ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ:            ა) პროექტის მიღების მიზეზი: ----------------------------------------            ბ) პროექტის მიღების მიზანი: ----------------------------------------            გ) პროექტის ძირითადი არსი: ---------------------------------------- 2. პროექტის ფინანსური დასაბუთება:            ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ----------------------------------------            ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ----------------------------------------            გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ---------------------------------------- 3. პროექტის მომზადების პროცესი            ა) პროექტის ავტორი: ----------------------------------------            ბ) პროექტის ინიციატორი: ------------------------------------------------- --.--.20--. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქარელი, ნინოშვილის ქუჩა №3, ტელ.: (...), ინდექსი: (...) №____                                                                                         ____    _______________  20-- წ. ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ქარელი, ნინოშვილის ქუჩა №3, ტელ.: (...), ინდექსი: (...) №____                                                                                         ____    _______________  20-- წ.