შპს „ალგეთი პირველის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/6735-17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2017 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი (მოვალე) – შპს „ალგეთი პირველი
(საიდენტიფიკაციო კოდი 234224568)
დირექტორი – ვაჟა ღოღელიანი
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
კრედიტორები: 1. შპს „კუმისი XX1“
წარმომადგენელი – მაკა კეშელავა
2. სს „პროკრედიტ ბანკი“
წარმომადგენელი – მუხრან დიდმანიძე
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია
2017 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ალგეთი პირველის“ დირექტორმა ვაჟა ღოღელიანმა და მოითხოვა შპს „ალგეთი პირველის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა2017 წლის 02 მაისს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით შპს „ალგეთი პირველის“ მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო.
2017 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც შპს „ალგეთი პირველის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ალგეთი პირველის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 10 ნოემბრის შუამდგომლობის საფუძვლეზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა; ბ) შპს „ალგეთი პირველის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) 04 დეკემბერს 10.30 სთ/ზე, სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:
● გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;
● შპს „ალგეთი პირველის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე