შპს „გზაარამადნეულის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/38066-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი
2017 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
განმცხადებელი (კრედიტორი) – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენელი: სანდრო ვაშაყმაძე
მოვალე – შპს „გზაარამადნეული“ (ს.კ 209442110)
დირექტორი – შპს „რეაბილიტაცია“
წარმომადგენელი – ამირან დადვანი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ საქმეში ვინაიდან, მომრიგებელი საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „გზაარამადნეულის“ გაკოტრების შესახებ, კომპანიის მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
2017 წლის 15 ნოემბერს გამართულ კრედიტორთა კრებაზე კრების დღის წესრიგის შესაბამისად განხილულ იქნა გაკოტრების მმართველის არჩევის საკითხი. კრედიტორების განმარტებით, მათ არ ჰყავთ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა. ამდენად, კანონის მითითებული ნორმის დანაწესის შესაბამისად, სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-8, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,გზაარამადნეულის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე;
2. შპს „გზაარამადნეულის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიურო.
3. სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუწყდეს მოვალე შპს „გზაარამადენულის“ მეურვის უფლებამოსილება;
4. მომრიგებელი საბჭოს შეუწყდეს უფლებამოსილება.
5. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე