1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც, შესაბამისი სფეროს მიხედვით, უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე) ეკონომიკური განვითარების სამსახური;
ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური;
ზ) განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) შიდა აუდიტის სამსახური.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნი