შპს „მარგის“ შეტყობინება პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
„მარგის“
პარტნიორებს
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ დალი ნებიერიძეს (პ/ნ 01020000371), რომელიც არის შპს „მარგის“ (ს/კ 203823522) საწესდებო კაპიტალის 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორი, გადაწყვეტილი აქვს მის საკუთრებაში არსებული წილი მთლიანად (შპს „მარგის“ საწესდებო კაპიტალის 0.28% წილი) საქართველოს მოქალაქე ნანი ბიგვავაზე (პ/ნ 01024041459) 1764 (ერთი ათას შვიდას სამოცდაოთხი) ლარად გაასხვისოს ერთიანი გადახდის პირობით.
შპს „მარგის“ წესდების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საზოგადოების პარტნიორი სარგებლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 461-ე მუხლის თანახმად, თუ თქვენ გსურთ ისარგებლოთ წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით, გთხოვთ, ამის შესახებ წინამდებარე შეტყობინების ჩაბარების დღიდან 15 დღის ვადაში წერილობით გვაცნობეთ მისამართზე – ქ. თბილისი, გლდანის მას. III მ/რ, კორ. 8, ბინა 27, დალი ნებიერიძის მინდობილ პირს როზა პაპავას (23.10.2017 წ. მინდობილობა №171243655, ნოტარიუსი თეიმურაზ ბურდილაძე), ან შპს „მარგს“, მისამართზე: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №4. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ თქვენ არ გსურთ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება.
ასევე გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი №4, 2017 წლის 11 დეკემბერს 12:00 საათზე დანიშნულია შ.პ.ს. „მარგის“ პარტნიორთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. შპს „მარგის“ (ს/კ 203823522) საწესდებო კაპიტალის 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორის დალი ნებიერიძის (პ/ნ 01020000371) მიერ მის საკუთრებაში არსებული წილის მთლიანად საქართველოს მოქალაქე ნანი ბიგვავაზე (პ/ნ 01024041459) 1764 (ერთი ათას შვიდას სამოცდაოთხი) ლარად ერთიანი გადახდის პირობით გასხვისების შესახებ;
2. საზოგადოების მიერ 2017 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში და 2018 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულები;
3. 2017 წლის შედეგებთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.
მინდობილობა შეგიძლიათ იხილოთ შპს „მარგის“ ადმინისტრაციაში მისამართზე: თბილისი, თავისუფლების მოედანი №4.
პატივისცემით,
შპს „მარგის“ დირექტორი ო. ვადაჭკორია (პ/ნ 01015004392)
შპს „მარგის“ 0.28% წილის მესაკუთრე
პარტნიორის დალი ნებიერიძის მინდობილი პირი რ. პაპავა (პ/ნ 01001029851)
20.11.2017წ.