⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.02.2012)
გაუქმებულია:

საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.08.2005
ძალის დაკარგვა 06.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №7/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.007.621
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 10/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,862 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2005 მიღება
06.02.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.NormalWebChar {mso-style-name:"Normal \(Web\) Char";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 35.4pt 17.0pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №7/2005 2005 წლის 8 აგვისტო საოლქო საარჩევნო კომისიის� რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 თებერვლის დადგენილება №16/2004. მუხლი 3🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი� 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე გ. ქავთარაძე კომისიის მდივანი გ. ჩალაგაშვილი დანართი №1 საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი ��� მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საოლქო სარჩევნო კომისია (შემდგომში � კომისია) იქმნება საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საფუძველზე და ასრულებს ამ კანონითა და კომისიის რეგლამენ-ტით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�, საქართველოს ორგანული კანონით �რეფერენდუმის შესახებ�, სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და ამ რეგლამენტით. 3. რეგლამენტი მიზნად ისახავს კომისიის ორგანიზაციული საქმიანობის სრულყოფას, მისი ფუნქციების� ეფექტურად განხორცილებას, განსაზღვრავს კომისიის მუშაობის, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების, საარჩევნო დოკუმენტაციის� აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის წესებს. ��� მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა და ხელმძღვანელი პირები 1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან. 2. კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან: ა) კომისიის თავმჯდომარე; ბ) თავმჯდომარის მოადგილე; გ) კომისიის მდივანი. 3. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. 4. კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს, მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივნის კანდიდატურისა � კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის არანაკლებ ორ წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილმონაცვლეს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ � 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. იგივე წესი მოქმედებს საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. 6. კომისიის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის ცალკეულ წევრებს დაავალოს გარკვეული ფუნქციების შესრულება. 7. კომისიის თავმჯდომარე თავისი განკარგულებით ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელებას გადასცემს თავმჯდომარის მოადგილეს. აღნიშნულ განკარგულებაში ზუსტად განისაზღვრება მოადგილისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა. ��� მუხლი 3🔗. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი 1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია: ა) შესაბამისი კომისიის წევრად არჩევის მომენტიდან აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაში; ბ) ზედმიწევნით კარგად იცნობდეს საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დებულებებსა და მოთხოვნებს და იცავდეს მათ; გ) მონაწილეობდეს და ესწრებედოს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსა და ტრენინგ/სემინარებს; დ) სისტემატურად ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში; ე) საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს; ვ) დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს. 2. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი კომისიაში შესულ და არსებულ დოკუმენტაციაზე; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი; გ) მოითხოვოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანა და მისი განხილვა; დ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. ��� მუხლი 4🔗. კომისიის იურისტი და ბუღალტერი 1. კომისიის სამართლებრივი და საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის გამართულად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების პერიოდში უფლება აქვს ხელშეკრულებით აიყვანოს იურისტი და ბუღალტერი. 2. კომისიის იურისტი და ბუღალტერი ასრულებენ კომისიის თავმჯდომარის დავალებებსა და მათზე საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს. 3. კომისიის იურისტსა და ბუღალტერს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში ენიშნებათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან. ��� მუხლი 5🔗. კომისიის სამართლებრივი აქტები 1. კომისიის სამართლებრივი აქტებია: ა) კომისიის განკარგულება; ბ) კომისიის თავმჯდომარის განკარგულება; გ) კომისიის მდივნის განკარგულება. 2. განკარგულება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია. 3. კომისიის განკარგულებებს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებებს ხელს აწერენ, შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. 4. კომისია, კომიისის თავმჯდომარე და მდივანი ვალდებული არიან განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის. ��� მუხლი 6🔗. საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ვალდე-ბულია საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას: ა) ინფორმაცია კომისიის შემადგენლობის შესახებ; ბ) ინფორმაცია კომისიის ადგილსამყოფლისა და სამუშაო საათების შესახებ; გ) ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის/ფაქსის ნომრები (თუ აქვს); დ) ინფორმაცია საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ; ე) ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები; ვ) პარტიული სიები და კანდიდატთა სიები; ზ) საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ამ კომისიის საქმიანობას; თ) კომისიის, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები. ��� მუხლი 7🔗. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება 1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე. 2. სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე კომისიის მდივანი საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით. 3. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს. 4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. იგი ასევე ვალდებულია მოამზა-დოს კომისიის განკარგულებათა პროექტები და გასაცნობად წარუდგინოს კომისიის წევრებს. 5. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით. 6. კომისიის წევრს უფლება აქვს სხდომის დღის წესრგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით. 7. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით � თავმჯდომარის მოადგილე. 8. კომისიის სხდომაზე კომისიის მდივნის მიერ დგება სხდომის ოქმი და მას ხელს აწერენ შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. 9. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან არა უგვიანეს 2 დღისა. 10. კომისიის სხდომაზე საკითხების განსახილველად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეები. 11. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას განსაზღვრავს კომისია. 12. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს თავისი განკარგულებით წესრიგის დამრღვევი სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. ��� მუხლი 8🔗. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებათა მიღების წესი 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 2. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით. 3. თუ საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება (გადაწყვეტილება) მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. 4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება. 5. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 6. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას. 7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით. ��� მუხლი 9🔗. კომისიაში საქმისწარმოების წესი 1. კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს კომისიის მდივანი 10-დან 18 საათამდე. კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით კვირა დღე შეიძლება გამოცხადდეს სამუშაო დღედ, თუ გარკვეულ საარჩევნო ღონისძიებათა განხორციელების ვალდებულება და თარიღი ემთხვევა კვირა დღეს. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ვადამოსული საარჩევნო ღონისძიების განხორციელების დღე ავტომატურად ჩაითვლება კომისიისათვის სამუშაო დღედ. 2. კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაცია. 3. კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიაში შემოსული ყოველგვარი დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი (კოდი), ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია. 4. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს (კოდს). აღნიშნულ ცნობას კომისიის მდივანი ადასტურებს ხელმოწერით. 5. სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტაციას კომისიის მდივანი საკუთარი რეზოლუციით დაუყოვნებლივ ანაწილებს კომისიის ცალკეულ წევრებზე და მიუთითებს შესრულების კონკრეტულ ვადებს. 6. კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში ზუსტად მიუთითოს თუ კონკრეტუ-ლად რომელ პირს დაევალა ამა თუ იმ დოკუმენტზე რეაგირება. 7. კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში საფუძვლიანად განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განკარგულება). 8. კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ, შეძლებისდაგვარად, აცნობებს განმცხადებელს/მომჩივანს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განკარგულების) თაობაზე, ხოლო განმცხადებლის/მომჩივანის მიერ განკარგულების/სხდომის ოქმის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადასცემს მას აღნიშნულ დოკუმენტებს. 9. კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის მდივანი აკეთებს წარწერას: �დოკუმენტი გაცემულია� და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს. 10. არჩევნების შესახებ ინფორმაციისა და საარჩევნო დოკუმენტაციის გაცემა სავალდებულოა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში. 11. კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ხელმწისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხის-მგებელი პირია კომისიის მდივანი. 12. აკრძალულია კომისიაში შემოსული დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწი-ნებული შემთხვევებისა. 13. ყოველი დღის 18 საათზე კომისიის მდივანი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალს. ამ მიზნით, კომისიის მდივანი, ჟურნალის ორივე ნაწილში უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ აკეთებს წარწერას: �ჟურნალი დახურულია�, მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს და აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.