📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება

მიღების თარიღი 20.11.2017
ძალის დაკარგვა 05.11.2019
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 439 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.2017 მიღება
05.11.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №30 2017 წლის 20 ნოემბერი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის  დებულება (დანართი№1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №21 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ (სსმ, 18/07/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016120). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1       ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 1. მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი  განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და ეფექტურად განხორციელებას; ბ) მუნიციპალური პროგრამებით განსაზღვრული სოციალური კატეგორიების სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას; გ) უსახკლარო ოჯახების რეგისტრაცია და შემდგომში მათი თავშესფრით უზრუნველყოფა; დ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოსამსახურეებისგან. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.  3. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:  ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;  ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) განსაზღვრავს  სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;  ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;  ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;  ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;  თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.  4. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.  5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის იერარქიულად უფრო მაღალი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე.