საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.11.2017
ძალის დაკარგვა 01.05.2018
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.05.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.07.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2017 წლის 20 ნოემბერი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №24 დადგენილება, (სსმ, ვებგვერდი, 18/07/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016101.).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი
დანართი
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობას და ზედამხედველობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ზედამხედველობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი ან სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
თ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ი) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
კ) მშენებლობის ნებარვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ლ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
ნ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ო) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
პ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ჟ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ბ) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;
გ) ქალაქის გარე იერსახეზე ზრუნვა, დანგრეული, დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვების, ტერიტორიის დაზიანების, სამშენებლო ან შესაკეთებლ სამუშაოთა ჩატარების დროს, დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის, გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების, წყალსადენის ქსელში თვითნებური ჩართვის და სასმელი წყლით სარგებლობის წესების სხვა დარღვევების ფაქტების გამოვლენისა და ადმინისტრირების ღონისძიების გატარება;
დ) ზედამხედველობის გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;
ე) იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების მიზნობრიობაზე ადმინისტრირება, მონიტორინგი და იჯარის პირობების შესრულებაზე კონტროლი;
ვ) არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზება და ამოღებაზე კონტროლი დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით დოკუმენტალური გაუფორმებლობის, მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთერბის მიწის ნაკვეთის არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემის; სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის შემთხვევებში ინსპექტირების განხორციელება;
თ) მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფავების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა. იურიდიულ პირებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების ორგანიზების კოორდინაცია და კონტროლი. მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის მართვის ორგანიზების კოორდინაცია და კონტროლი;
ი) ქალაქის მოსახლეობიდან ასევე იურიდიული პირებიდან /მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად/ დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება და მისი ზედამხედველობა;
კ) ქალაქის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დამრღვევთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა;
ლ) მოსაკრებლის ბაზის დადგენა და წინადადებების მომზადება;
მ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის სამართლებრივი აქტების შესრულება;
ნ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (საამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და საამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა- მოწესრიგება და სხვა);
ო) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
პ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;
ჟ) ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, საქალაქო სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლათ მიტოვებაზე, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე, სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე; კეთილმოწყობის წესების დაცვაზე /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, სარეკლამო მეურნეობის, ვიტრინების, მარკიზების, ღობეების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე/ კონტროლი;
რ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ყოველწლიურად ქალაქის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, მის დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლისათვის ხელშეწყობა;
ს) უკანონო, უსახური, ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების „სტელაჟების“, სარეკლამო და სინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
ტ) კონპენტეციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება, რომლებიც არეგულირებენ ქ. საჩხერის ტერიტორიის ფარგლებში ნებართვის გაცემასა და ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების საქმიანობას;
უ) კომპეტენციის ფარგლებში არასაგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ფ) იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან იჯარის ქირის ამოღების ორგანიზაცია;
ქ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათ სარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ღ) სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვების პირობების დაცვის კონტროლი;
ყ) საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა;
შ) სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგარამების შესრულება;
ჩ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება.