საქართველოს მოქალაქე დავით გამცემლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 17.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/17/1230
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2017
matsne.gov.ge 1,664 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ კახნიაშვილი და მიხეილ ჯიბუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 17.10.2017 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 16.11.2016 „საქართველოს მოქალაქეები - თამარ პაპაშვილი და ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 20.07.2016 საქართველოს პარლამენტი წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 20.07.2016 საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 17.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოქალაქე დავით გამცემლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:27.0pt; line-height:107%; font-size:12.0pt; font-weight:normal;} h2 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:27.0pt; line-height:107%; font-size:12.0pt; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { } span.Heading2Char { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 63.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება № 3/1 7/ 1230 2017 წლის 17 ოქტომბერი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი; ლალი ფაფიაშვილი – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა. საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე დავით გამცემლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 137-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1230) მიმართა საქართველოს მოქალაქე დავით გამცემლიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2017 წლის 6 ივნისს. №1230 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 ოქტომბერს. 2. №1230 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. 3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 137-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნისა და მათი საზღვრების დაზუსტების უფლებამოსილებას ანიჭებს საოლქო საარჩევნო კომისიებს. ამავე ნორმის თანახმად, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს აზუსტებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. 4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც, როგორც ამომრჩეველი, რეგისტრირებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის №51/01 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც რეგისტრირებულია 19 246 ამომრჩეველი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისთვის შექმნილია, მაგალითად, შროშის თემის №51.17 მაჟორიტარული ოლქი, რომელშიც რეგისტრირებულია 859 ამომრჩეველი. ასევე, ილემის თემის №51.07 ოლქში არის 898 ამომრჩეველი. შესაბამისად, ქალაქ ზესტაფონის ამომრჩეველთა რაოდენობა შროშის თემის ამომრჩეველთა რაოდენობას 22-ჯერ, ხოლო ილემის თემის ამომრჩეველთა რაოდენობას 21-ჯერ აღემატება. ანალოგიური ვითარებაა ყველა სხვა მუნიციპალიტეტში. 5. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ადგილი აქვს დისკრიმინაციას საცხოვრებელი ადგილის ნიშნით, რადგან ქალაქ ზესტაფონის 19 ათასი მოქალაქე ირჩევს საკრებულოს ერთ წევრს მაშინ, როდესაც სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში 19 ათას მოქალაქეს შეუძლია აირჩიოს საკრებულოს 21 წევრი. აქედან გამომდინარე, ქალაქსა და სოფელში მცხოვრებ ამომრჩეველთა ხმები არ არის თანაბარწონადი და, შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. 6. მოსარჩელე მიუთითებს „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმის“ პრინციპზე და აღნიშნავს, რომ ამომრჩევლის პოლიტიკური ნება ადეკვატურად უნდა იქნეს ასახული არჩევნების შედეგებში. იმ პირობებში, როდესაც თითოეული ოლქი ირჩევს ერთ საკრებულოს წევრს, ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15%-ს. 7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაცია გულისხმობს მოქალაქეთათვის შესაძლებლობის ქონას, გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. სადავო ნორმიდან გამომდინარე კი, ამომრჩევლის ხმის არჩევნების შედეგებზე გავლენის დამცრობით მნიშვნელოვნად იზღუდება აქტიური საარჩევნო ხმის უფლება. 8. მოსარჩელის არგუმენტაციით, საარჩევნო უფლება შინაარსს დაკარგავს მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობის არარსებობის პირობებში. არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა თავისუფალი, ნამდვილი ნების შესაბამისი წარმომადგენლობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებისას. აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებზე. ამ მიზნის მისაღწევად კანონმდებელი ვალდებულია, შესაბამისი გარანტიები შემოიღოს და უზრუნველყოს ხმათა თანაბარწონადობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დემოკრატიული წარმომადგენლობის სრულყოფილად განხორციელება, რომელსაც ექნება მოქალაქეთა ნებით განმტკიცებული საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. 9. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ საარჩევნო ოლქების განსაზღვრისას შესაძლოა მხედველობაში იქნეს მიღებული ადმინისტრაციული საზღვრები და გეოგრაფიული ფაქტორები, ასევე სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი კრიტერიუმები. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებია ოლქებს შორის ზომიერი დისპროპორციის არსებობა. თუმცა ტერიტორიული წარმომადგენლობის ელემენტის შემოტანამ არ უნდა გამოიწვიოს საარჩევნო ხმების აშკარა და გაუმართლებელი უთანაბრობა. შესაბამისად, ხმათა თანაბრობიდან გარკვეული ხარისხის გადახრა შესაძლებელია გამართლებული იყოს მხოლოდ მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობისას და არა ნებისმიერ შემთხვევაში. 10. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საარჩევნო ოლქებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს აბსოლუტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნებისათვის. კანონმდებელი ვალდებულია, მოახდინოს საარჩევნო საზღვრებით მანიპულირების პრევენცია და უზრუნველყოს, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენის თანაბარი შესაძლებლობა. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. 11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. 12. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). 2. №1230 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 137-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის საფუძველზე ხორციელდება დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის ნიშნით, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შედგენილია იმგვარად, რომ არ არის უზრუნველყოფილი ამომრჩეველთა ხმების თანაბარწონადობა. 3. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ნორმა არც ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს განსაზღვრავს და არც მათი განსაზღვრის კრიტერიუმს ადგენს. მის საფუძველზე ხდება საარჩევნო ოლქების შექმნისა და საზღვრების დაზუსტების უფლებამოსილების საოლქო საარჩევნო კომისიებზე და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დელეგირება. მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ოლქების შექმნის შედეგად გამოწვეულ დიფერენცირებას, მომდინარეობს არა გასაჩივრებული ნორმიდან, არამედ იმ სამართლებრივი აქტებიდან, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება საარჩევნო ოლქების საზღვრები. განსახილველ შემთხვევაში ოლქების შექმნისა და საზღვრების დადგენის საკითხი წესრიგდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებებით. 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია , რომ საქართველოს კონსტიტუცია არ კრძალავს საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრის უფლებამოსილების საარჩევნო კომისიისათვის დელეგირებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75-78). სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ოლქების განსაზღვრის შესახებ საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული აქტები საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ნორმატიულ აქტებს წარმოადგენს და კონსტიტუციურ კონტროლს ექვემდებარება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-81). აღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ოლქების საზღვრების განმსაზღვრელი ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების დადგენილებები ექვემდებარება კონსტიტუციურობის დამოუკიდებლად შეფასებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. 5. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ საარჩევნო კომისიის აქტების საფუძველზე, ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხე ვერ გამოდგება საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად მიჩნევის საფუძვლად. „აღნიშნულ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მოსარჩელის არგუმენტზე, რომლის თანახმადაც, არსებობს ცესკოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. უდავოა, რომ ამა თუ იმ აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ დამოუკიდებელი ორგანოს მოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციური უფლების დარღვევა და ამას ვერ გამორიცხავს, მათ შორის კანონმდებლობაში ზედმიწევნით გაწერილი კრიტერიუმები სახელმწიფო ორგანოთა მოქმედების ფარგლების შესახებ. ზოგადად, ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის ალბათობა თავისთავად არსებობს დემოკრატიულ საზოგადებაში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების სფეროშიც. სწორედ ამ მიზნით ქმნის საქართველოს კონსტიტუცია სასამართლო ხელისუფლებას საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სახით. სწორედ ამ ორგანოთა ფუნქციაა, მოახდინონ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედებათა კანონიერებისა და კონსტიტუციურობის შეფასება და აღმოფხვრან კონსტიტუციისა და კანონის დარღვევის ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ფონზე, როდესაც ცესკოს განკარგულების კონსტიტუციურობის კონტროლი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხორციელდება, ამ აქტის საფუძველზე უფლების დარღვევის ჰიპოთეტურ შესაძლებლობაზე მითითება ვერ გამოდგება კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის არგუმენტად. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ცესკოს განკარგულება კონსტიტუციის საწინააღმდეგოა, იგი უფლებამოსილია, თავად ამ აქტის კონსტიტუციურობა გახადოს სადავოდ საკონსტიტუციო სასამართლოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-82). 6. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება საოლქო საარჩევნო კომისიების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის აქტებს და არა სადავო ნორმას. შესაბამისად, №1230 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27​1 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენ ს: 1. კონსტიტუციური სარჩელი №1230 („საქართველოს მოქალაქე დავით გამცემლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინებას დაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი. 4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა თეიმურაზ ტუღუში ლალი ფაფიაშვილი თამაზ ცაბუტაშვილი