საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2017 წლის 20 ნოემბერი ქ. საჩხერე |
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა
დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
3. სამსახურის დარგებია:
ა) კულტურა;
ბ) განათლება;
გ) სპორტი;
დ) ტურიზმი;
ე) ძეგლთა დაცვა.
4. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.
6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსის და განყოფილების მოხელეებისაგან.
7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
8. დარგების საქმიანობას წარმართავენ სამსახურის მოხელეები, რომელთა უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
9. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. კულტურის, განათლების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტურიზმის, ახალგაზრდული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
2. წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
3. წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის საკითხებზე;
4. მერიის ურთიერთობის საკითხების დარეგულირებას:
ა) სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებთან;
ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებებთან;
გ) მუნიციპალურ სპორტულ დაწესებულებებთან;
5.მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ტურიზმის განვითარების საკითხების კვლევასა და ტურისტული მარშრუტების, ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თაობაზე პროგრამების მომზადებას;
ბ) ტურისტული ბუკლეტების, რუკებისა და სხვა სარეკლამო საშუალებების ვიზიტორთა ინფორმირებისათვის მომზადებას;
გ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
დ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ე) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას;
ვ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ზ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
თ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის შემუშავების მიზნით;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
2. ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება თავისი ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს განყოფილების უფროსისა და განყოფილების დარგობრივი მოხელეების მეშვეობით.
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალურ მუზეუმებთან, კულტურის სახლებთან, თეატრებთან, სახელოვნებო სკოლებთან და კულტურის სხვა დაწესებულებებთან მერიის ურთიერთობის საკითხების დარეგულირებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის განათლების დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებებთან მერიის ურთიერთობის საკითხების დარეგულირებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. სამსახურის სპორტის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას;
დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. სამსახურის ძეგლთა დაცვის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების მოძრავი და უძრავი ძეგლების აღრიცხვას, პასპორტიზაციას და მოვლა-პატრონობას;
ბ) ძეგლებთან არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოების მოქმედი კანონონმდებლობით წარმართვაში მონაწილეობას;
გ) ძეგლების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებისათვის რეკომენდაციების მომზადებას;
დ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი, უძრავი და ბუნების ძეგლებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭების თაობაზე რეკომენდაციების მომზადებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
5. სამსახურის ტურიზმის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ტურიზმის განვითარების საკითხების კვლევასა და ტურისტული მარშრუტების, ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქურის მოწესრიგების თაობაზე პროგრამების მომზადებას;
ბ) ტურისტული ბუკლეტების, რუკების და სხვა სარეკლამო საშუალებების ვიზიტორთა ინფორმირებისათვის მომზადებას;
გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
6. სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) მოქმედი კანონმდებლობითა დამუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
7. სამსახურის კულტურულ-სპორტული ღონისძიებების საორგანიზაციო დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)კულტურულ-სპორტული ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას, მუნიციპალიტეტის, ქვეყნის და საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენების, სამოქალაქო, რელიგიური და სახალხო დღესასწაულების გათვალისწინებით;
ბ) მუნიციპალიტეტის, ქვეყნისა და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწეთა საიუბილეო თარიღების მომზადება-ჩატარების თაობაზე პროგრამების მომზადებას;
გ) თეატრალური, საკონცერტო, საფესტივალო, საკონკურსო, საგამოფენო, საგამომცემლო, სპორტული ღონისძიებებისა და მემორიალების მომზადება-ჩატარებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.