1. ამ დებულების 128-ე მუხლით დადგენილი ფორმებით სავალდებულოა საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი და ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიში, მუნიციპალური პროგრამები, თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, თვითმმართველი ერთეულის საზღვრების შეცვლა, თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოკა, თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, გეოგრაფიულ ობიექტებისათვის სახელწოდებების მინიჭება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ბიუჯეტის ხარჯების 5%-ს.
2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე საზოგადოებრივ დარბაზთან შეთანხმები