1. საკრებულოს კომისიებია:
ა) სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;
გ) მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისია;
დ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია;
ე) სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია;
2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ