ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  15 ივლისის  №13 დადგენილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ (www. matsne.gov.ge, 18/07/2014, 010250040.35.142.016082).საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი
დანართი

ნინოწმინდის

მუნიციპალიტეტის

საკრებულოს

რეგლამენტი

ეს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.
თავი I

ზოგადი

დებულებები