1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 10 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:
ა) დილის სხდომა 10.00-დან 13.00-მდე;
ბ) საღამოს სხდომა 15.00-დან 18.00-მდე.
გ) შესვენებები: 11.30-დან 11.45-მდე; 13.00-დან 15.00-მდე; 16.30-დან 17.00-მდე.
2. საკრებულოს სხდომა საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს იმავე დღის 21 საათამდე, ან გადაიდოს და გაგრძელდეს მხოლოდ მომდევნო დღეს, ჩვეულებრივი განრიგით.
3. საკრებულოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომების დღეები განისაზღვრება მორიგი სხდომის განრიგით, რომელსაც მორიგი სხდომის დღის წესრიგთან ერთად განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო და ამტკიცებს საკრებულო. ფორსმაჟორული სიტუაციის(ომი,სტიქიური მოვლენები და სხვ.) შემთხვევაში სხდომა შეიძლება ჩატარდეს არასამუშაო დღეს.
4. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულო, ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე, თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს, ცვლილებები შეაქვს შესაბამისი მორიგი სხდომის განრიგშ