1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:
ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – საკრებულოს დადგენილება;
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება.
2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ რეგლამენტით.
3. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვი