მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.11.2017
ძალის დაკარგვა 01.03.2021
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე | მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.03.2021
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 08.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2017 წლის 20 ნოემბერი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის
სამსახურის დებულება, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” №
12/2 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 010250040.35.159.016002;
25/10/2010წ).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” №11/4 დადგენილება (www.matsne.gov.ge
б 010250040.35.159.000772; 20/09/2010წ).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე
დანართი 1
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.
2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.
თავი II
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივი ზონირება, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება, დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება;
გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადება;
ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია;
ვ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების და მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება;
თ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, შენახვა და მოვლა-პატრონობა;
ი) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
კ) დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა და ზედამხედველობა თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირება;
ლ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;
მ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაცია;
ნ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შეთანხმება ვიზის გაფორმებით;
ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – განყოფილება).
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება.
მუხლი 4🔗. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადება;
ე) მშენებლობებთან დაკავშირებული მუნიციპალური დაკვეთების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ვ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ზ) წინადადებების მომზადება თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;
თ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა;
ი) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვა, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
კ) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება;
ლ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროექტების მომზადება;
მ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების მომზადება, დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ნ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ორგანიზება და სათანადო დოკუმენტის მომზადება, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და შეთანხმების ორგანიზებას, მშენებლობაზე ნებართვების მომზადება, მშენებლობა დასრულებული ობიექტების ვარგისად აღიარების დოკუმენტაციის მომზადება;
ო) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული ახალი მშენებლობების ორგანიზება და მართვა.
პ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, დეფექტური, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების შედგენა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სამუშაოების ფარული, შუალედური, საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმება და მათი სისწორის დადასტურება შესაბამისი ხელმოწერით;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗. ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება
ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთება და ექსპლოატაცია;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
დ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადებას, დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ე) ინფრასტრუქტურული მშენებლობების ორგანიზება, მართვა და ტექნიკური ზედამხედველობა;
ვ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება-კონტროლი, შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გარანტიის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლი, ზედამხედველობის განხორციელებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;
ზ) სამუშაოების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმების ჩატარება მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
თ) საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების შედგენა და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი შესაბამისი დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავება;
ი) ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციის პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებების და დასკვნების შედგენა;
კ) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, შემსრულებლის მიერ სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის მათი გამოყენების ვარგისიანობაზე ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდები და შემოწმებების კონტროლი და ზედამხედველობა;
ლ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულება ინსპექტირება-კონტროლი და ზედამხედველობა;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი IV
სამსახურის მართვა
მუხლი 6🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.
მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.
3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.