📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.11.2017
ძალის დაკარგვა 10.06.2024
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 829 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.2017 მიღება
10.06.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2017 წლის 20 ნოემბერი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.159.016153, 18/07/2014 წ.). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე დანართი №1 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები  მუხლი 1🔗. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73. 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.  თავი II სამსახურის საქმიანობ ა მუხლი 2🔗 . სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა; გ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვა; დ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ე) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ვ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ზ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება; თ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა; ი) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა; კ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ლ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფა; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 3🔗 . სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – განყოფილება). 2. სამსახურის განყოფილებებია: ა) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; ბ) ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის განყოფილება. მუხლი 4🔗 . განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვა; დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა; ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა; კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება; მ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ნ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა; ო) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა, მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელების კონტროლი/პოლიტიკის შემუშავება; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗. ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის განყოფილება ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის განყოფილება: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვა; ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვა; კ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფა; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი IV სამსახურის მართვა მუხლ ი 6 . სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს , ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი . 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად. 3 . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსს . მუხლ ი 7 . განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .  2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად. 3 . განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ -ერთ მოხელეს .  თავი V დასკვნითი დებულებანი მუხლ ი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.