📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.11.2017
ძალის დაკარგვა 01.03.2021
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016291
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,891 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.2017 მიღება
01.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 2017 წლის 20 ნოემბერი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის  სამსახურის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 16 ივლისის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, 010250050.35.159.016155). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე დანართი 1 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია ) სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი ) მერიის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას , სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება /დამუშავებას , მუნიციპალიტეტის ქონების მართვას . 2. სამსახურის მისამართია : საქართველო , ქალაქი მარნეული , რუსთაველის ქუჩა №73. 3.სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია , საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონი , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები , მერიის დებულება , ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოების /თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები . 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები . თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია : ა ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება ; ბ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების ა და პროექტების შემუშავება , მათი განხორციელების მონიტორინგი ; გ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით , ინვესტიციების დაგეგმვის , ინვესტორებთან თანამშრომლობის , შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე ; დ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების , მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების , აქციების , ფასიანი ქაღალდების და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიულ პირებზე და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნებზე გადაცემული ქონების აღრიცხვა , ინვენტარიზაცია , მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება , მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია , ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა -რეგისტრაციის წარმოება ; ე ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე , წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე , წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის , შეძენის , პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე ; ვ ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე , მოვლა -პატრონობაზე , მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ; ზ ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის , აქციონერის უფლება –მოვალეობათა განხორციელება ; თ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზება , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება , ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება , დამუშავება და ანალიზი , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ; ი ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ; კ ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით , საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება ; ლ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა ; მ ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა ; ნ ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე ; ო ) წინადადებების შემუშავება ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე ; პ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე , შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგი ; ჟ ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის , აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე ; რ ) წინადადებების შემუშავება დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება -გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის , მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე ; ს ) წინადადებების შემუშავება გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში ; ტ ) წინადადებების შემუშავება გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე ; უ ) თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადება და მისი შესრულების კოორდინაცია , სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროგნოზების , მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართელი ერთეულის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადება ; ფ ) წინადადებების მომზადება თვითმმართველობის იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ , რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებას ; ქ ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შემუშავება , გამგებლისათვის განსახილველად წარდგენა , გამგებლის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის კორექტირება , მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვებში , საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა , მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსათვის , საკრებულოს სხდომაზე სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის განხილვამდე ; ღ ) წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების , ადგილობრივი საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე ; ყ ) მუნიციპალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების და გაწეული ფინანსური დახმარებების მონიტორინგი ; შ ) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა , მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია ; ჩ ) წინადადებების მომზადება ინვესტირების მიმართულებების , საკუთარი , აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების , საგარეო -ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ , ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების შედგენა ; ც ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ავტოვაგზლების , ავტოსადგურებისა და ავტოსალაროების ფუნქციონირების რეგულირება და აღრიცხვიანობის ერთიანი სისტემის ორგანიზება , მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კონტროლი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ; ძ ) მუნიციპალიტეტის სახსრებით შესყიდული საქონლის და მომსახურების მიღება კომისიური წესით (რომელსაც უხელმძღვანელებს სამსახურის უფროსი ), მომსახურების  გაწევასთან დაკავშირებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის , შედარების და სხვა აქტების შედგენა , მომსახურების სახარჯთაღრიცხვო და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეთანხმებას ვიზის გაფორმებით ; წ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების , ნარჩენების გატანის , გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე , ტერიტორიის დასუფთავების , ნარჩენების გატანისა და საოჯახო -საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზება , სანიტარიული დასუფთავების ორგანიზაცია ; ჭ ) სასაფლაოების მოვლა -პატრონობა , შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება , წინადადებების შემუშავება სასაფლაოების მოვლა -პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე ; ხ ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის და კომუნალური მეურნეობის მართვა , შესაბამის ობიექტთა მოვლა -პატრონობის ორგანიზება ; ქუჩების , ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების , მყარი ნარჩენების შეგროვების , ნაგავსაყრელების მოწყობის და გამოყენების ორგანიზება , საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების სამუშაოთა ორგანიზება , მოსახლეობის საბინაო -კომუნალური მომსახურების ორგანიზება , ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა , დასახლებებში ელექტროფიკაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა , მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა და ზედამხედველობა გარე განათების ფუნქციონირებაზე ; ჯ ) საგზაო ნიშნების , გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნები მოწესრიგების ორგანიზება , დასახლებებში სახლების ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზება ; ჯ ¹) ადგილობრივი მოსაკრებლების წესების შემუშავება , კონტროლი და შესაბამისი ღონიძიებების გატარება ; ჰ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება . თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – განყოფილება ). 2. სამსახურის განყოფილებებია : ა ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ; ბ ) ქონების მართვის განყოფილება ; მუხლი 4🔗. ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ; ბ ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ; გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ; დ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ; ე ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ; ვ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ; ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ; თ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ; ი ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ; კ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 5🔗. ქონების მართვის განყოფილება მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ; ბ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ; გ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ; დ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ; ე ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ; ვ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ; ზ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ; თ ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობას , სარგებლობას და განკარგვას ; ი ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საწარმოების , დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის , მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის , აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ ; კ ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის , თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენას ; ლ ) გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებისგან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს , საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას ; მ ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას , ინვენტარიზაციას , კონტროლს ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე ; ნ ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ ; ო ) თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის პროექტის მომზადებას ; პ ) ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგს და მათი ექსპლუატაციის ეფექტურობის შეფასებას , ამორტიზირებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას ; ჟ ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების და ორგანიზაციების საფინანსო -სამეურნეო საქმიანობის ანალიზს და კონტროლს , მათი ფინანსური ანგარიშების (ბალანსების , მოგება -ზარალის ანგარიშგების , ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების ) ანალიზს და კონტროლს , მათი საქმიანობის თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადებას ; რ ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ , რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას , გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას ; ს ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზაციას და მათი შემდგომი ზრდისთვის სათანადო ღონისძიებების გატარებას , საწარმოთა წმინდა მოგებისა და სხვა შემოსავლების განაწილების თაობაზე ნორმატივების განმსაზღვრელი დოკუმენტაციის პროექტის შედგენას ; ტ ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა აუდიტორული შემოწმების ორგანიზების კონტროლს საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურთან ურთიერთკოორდინირებით ; უ ) საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის /აქციონერის ) უფლებამოსილების განხორციელებას , პარტნიორთა /აქციონერთა კრებებზე რწმუნებული პირის მეშვეობით საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღებას ; ფ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . თავი IV სამსახურის მართვა  მუხლი 6🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურის ხელმძღვანელობს , ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი . 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ მე -60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე -13 მუხლის შესაბამისად . 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსს . მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი . 2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე -14 მუხლის შესაბამისად . 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ -ერთ მოხელეს . თავი V დასკვნითი დებულებანი მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად .