1. საკრებულოს კომისიებია:

ა) სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;
გ) კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია;
დ) ეკონომიკის, ქონების მართვის საკითხთა  და ინფრასტრუქტურის კომისია;
ე) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია.
2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე