1. პროცედურულს მიეკუთვნება საკითხები:
ა) შესვენების გამოცხადების და ხანგძლივობის შესახებ;
ბ) საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ;
გ) სიტყვით გამოსვლის დროის გახანგრძლივების შესახებ;
დ) სხდომაზე მოწვეულ პირისთვის სიტყვით გამოსვლით უფლების მიცემის შესახებ;
ე) განსახილველ საკითხზე დებატების გადადების ან შეწყვეტის შესახებ;
ვ) კომისიისათვის საკითხის დამატებით შესასწავლად გადაცემის შესახებ;
ზ) კამათის გარეშე საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ;
თ) სხდომის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ;
ი) საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა თანამდებობის პირთა მოწვევის შესახებ;
კ) კენჭისყრის წესის შესახებ;
ლ) კენჭისყრის გადადების შესახებ;
მ) გამომსვლელთა რიგითობის შეცვლის შესახებ;
ნ) საკრებულოს წევრთა დამატებითი რეგისტრაციის გავლის შესახებ;
ო) ხმების ხელახალი დათვლის შესახებ.
2. ამ მუხლით დადგენილ პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით ან კენჭისყრის გარეშე სხდომის თავმჯდომარის წინადადებით, თუ სხდომაზე დამსწრე საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.06.2025
მუხლი 60. პროცედურული საკითხები
თავი VIII — საკრებულოს სხდომა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 54. საკრებულოს სხდომის განრიგი
- მუხლი 55. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 56. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
- მუხლი 57. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
- მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
- მუხლი 59. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
- მუხლი 61. დებატების შეზღუდვის შემთხვევები
- მუხლი 63. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში
- მუხლი 65. სხდომაზე წესრიგის დაცვა
- მუხლი 66. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
- მუხლი 67. წესრიგისკენ მოწოდება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 60, №25, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.129.016238 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3858490/muxli-60/