📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.11.2017
ძალის დაკარგვა 01.08.2022
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016294
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,963 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.2017 მიღება
01.08.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 2017 წლის 20 ნოემბერი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.159.016163, 22/10/2014 წ.). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე დანართი 1 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედეველობის სამსახურის სტატუსი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედეველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, სამშენებლო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის, ასევე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოსულობების კონტროლის განხორციელებას. 2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73. 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური ფუნქციებია: ა) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) დადგენილი წესით უზრუნველყოს სამსახურის კომოპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევათა აღკვეთის ღონისძიების გატარება; გ) სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, სამართალდარღვევების საქმისწარმოება; დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმიწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ე) საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით; ვ) განახორციელოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი; ზ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ნარჩენების განთავსების კონტროლი; თ) საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას. ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი; ი) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლი და, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დადგენილი წესით სამართალდარღვევის საქმისწარმოება; კ) საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატების მიმართ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება; ლ) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების კონტროლი და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება; მ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გამოვლენილი სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირი, იღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით შესაბამისი სახდელის დაკისრების თაობაზე; ნ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმს; ო) საქართველოს კანონით „პროედუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით; პ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 43​1,43​2,51​3 ,53​3, 55, 55​2, 55​3, 127​1 მუხლების მე-5 პუნქტით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 150, 150​1, 151-ე მუხლის პირველი და მე-2, 152, 152​2, 153​4, 159, 159​1 მუხლით და საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით აგზავნის განსჯად სასამართლოში; ჟ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 146​1, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 198-ე მუხლის და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს საქმეებს და შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (შემდგომში – განყოფილება). 2. სამსახურის განყოფილებებია: ა) მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილება; ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება. მუხლი 4🔗. მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილება 1. მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილება: ა) საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას. ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი; ბ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლი და, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დადგენილი წესით, სამართალდარღვევის საქმისწარმოება; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატების მიმართ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გამოვლენილი სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირი, იღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით შესაბამისი სახდელის დაკისრების თაობაზე; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმს. 2. განყოფილება ადმინისტრაციული სამართალდაღვევის თაობაზე საქმეს აწარმოებს: ა) საქართველოს კანონით „პროედუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით; ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 43​1,43​2, 51​3 ,53​3, 55, 55​2, 55​3, 127​1 მუხლების მე-5 პუნქტით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 150, 150​1, 151-ე მუხლის პირველი და მე-2, 152, 152​2, 153​4, 159, 159​1 მუხლით და საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით აგზავნის განსჯად სასამართლოში; გ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 146​1, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 198-ე მუხლის და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს საქმეებს და შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით. 3. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილება უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების სპეციალისტები, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს შემოწმებები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები; ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა; ვ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები დადგენილ ვადებში; ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სამშნებლო საქმიანობის ზედამხედველობის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია: ზ.ა) მშენებლობის განხორცილებისას გასცეს მითითება როგორც სამშენებლო ნორმების და/ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს; ზ.ბ) დადგენილი წესით შეაჩერონ კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს: ზ.ბ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება; ზ.ბ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; ზ.ბ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; თ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან საამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება, თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; ი) შეადგინოს შემოწმების აქტი და წარუდგინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრურირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დემონტაჟის საფუძველი შეიძლება იყოს: ი.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე მითითების შეუსრულებლობა; ი.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა; ი.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია; კ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში; ლ) განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოავლინოს შემდეგი სამართალდარღვევის ფაქტები: ლ.ა) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტალური დადგენილი წესით გაუფორმებლობა; ლ.ბ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა; ლ.გ) მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა; ლ.დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; ლ.ე) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა; ლ.ვ) ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით; ლ.ზ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბარებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა; ლ.თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა;   ლ.ი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; ლ.კ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა; ლ.ლ) თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; ლ.მ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; ლ.ნ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა; ლ.ო) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე; ლ.პ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა; ლ.ჟ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება); ლ.რ) ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჭიროებისა და მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა; ლ.ს) სამხედრო-საარღიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა; ლ.ტ) ტექნიკური რეგლამენტის – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა; ლ.უ) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე. მ) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ნარჩენების მართვის კოდექსის საფუძველზე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში: მ.ა) მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებით; მ.ბ) სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება; მ.გ) შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება; მ.დ) ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება; მ.ე) მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა; მ.ვ) სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; მ.ზ) სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა; მ.თ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა; ნ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან; ო) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის მოიწვიოს უწყებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები; პ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ.ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. მუხლი 5🔗. ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება 1. ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება: ა) ადგილობრივი მოსაკრებლების პროგრამების შემუშავება; ბ) ადგილობრივ მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მოსაკრებლების გადახდის კონტროლი შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე; გ) მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების შედგენა; დ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ღონისძიებების გატარება; ე) ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და მერისათვის წარდგენა; ვ) მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარვით დაგეგმილი შემოსავლების (ხელშეკრულებების) კონტროლი და სათანადო ღონისძიებების განხორციელება; თავი IV სამსახურის მართვა მუხლი 6🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1.სამსახურის ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი  1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.  2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. თავი V დასკვნითი დებულებანი მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა  სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.