დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.11.2017
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016315
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2017 წლის 21 ნოემბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №25 დადგენილება ((matsne.gov.ge 03/10/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.152.016189).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” შესაბამისად, განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და საქმიანობის წესს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (ტექსტში შემდგომ „მერია“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
2. მერიას ხელმძღვანელობს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 2🔗.
მერის საქმიანობის საფუძვლები და პრინციპები
1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
2. მერიის სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 3🔗.
საქმისწარმოების ენა
მერიის სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული.
მუხლი 4🔗.
მერიის ადგილსამყოფელი
მერიის ადგილსამყოფელია ქალაქი დუშეთი, რუსთაველის ქუჩა №27.
თავი II
მერიის სტრუქტურა
მუხლი 5🔗.
მერიის სტრუქტურული ერთეული
1. მერიის სტრუქტურული ერთეულია მერიის სამსახური.
2. მერიის სამსახური მისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას.
3. მერიის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
4. მერიის სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები - სამსახურის განყოფილებები.
5. სამსახურის შიდა სტრუქტურული მოწყობის საკითხი განისაზღვრება ამ სამსახურის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
მუხლი 6🔗.
მერიის სტუქტურული აგებულება
1. მერია შედგება შემდეგი სამსახურებისაგან:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
დ) შიდა აუდიტის სამსახური;
ე) სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;
ვ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური;
ზ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) მუნიციპალური შესყიდვების სამსახური.
2. სამსახურისა და მისი განყოფილებების უფლებამოსილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
თავი III
მერიის თანამდებობის პირები, მერიის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 7🔗.
მერიის თანამდებობის პირები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მერიიის თანამდებობის პირები არიან:
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერის სამსახურის უფროსი.
2. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.
მუხლი 8🔗.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი არის დუშეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი.
2. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. მერი ანგარიშვალდებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
მუხლი 9🔗.
მერის უფლებამოსილება
1. მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში მერს გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებანი:
ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს.
2. საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში მერის უფლებამოსილებებია:
ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მერს გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებანი:
ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ადგილოFბრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში მერი:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი;
ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
5. აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში მერი ფლობს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
თ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ი) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. მერი უფლებამოსილია დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი.
7.მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
მუხლი 10🔗.
უფლებამოსილების დელეგირება
1. მერს შეუძლია განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილის და სამსახურის უფროსისათვის, რაზედაც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს −
მერის ბრძანებას.
2. მერის ის უფლებამოსილებები, რომლების რომლებიც კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის 1 პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს მერიის სხვა თანამდებობის პირებს.
მუხლი 11🔗.
მერის პირველი მოადგილე და მოადგილე
1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით;
2. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
მუხლი 12🔗.
მერის პირველი მოადგილის უფლებამოსილებები
1. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევებში.
2. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის;, ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს.
3. მერის პირველი მოადგილე ასევე ხელმძღვანელობს ყველა იმ საკითხს, რომელიც არ მიეკუთვნება მერის მოადგილის კომპეტენციას.
4. მერის პირველი მოადგილე თავისი კომპეტენციის სფეროში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას;
5. მერის პირველი მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუკი კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პირდაპირ გამომდინარეობს მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან.
6. მერის პირველი მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა საკითხებზეც, თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს მერის ბრძანებით.
მუხლი 13🔗.
მერის მოადგილის უფლებამოსილებები
1. მერის მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს.
2. მერის მოადგილე თავისი კომპეტენციის სფეროში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას.
3. მერის მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუკი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პირდაპირ გამომდინარეობს მერიის დებულებით ან სხვა ნორმატიული აქტით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან.
4. მერის მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა საკითხებზეც, თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს მერის ბრძანებით.
მუხლი 14🔗.
მერიის სამსახურის უფროსი
1. მერიის სამსახურის უფროსი არის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერიის სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ.
3. სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის ფუნქციების განაწილებასთან დაკავშირებით, სამსახურის სამუშაო გეგმებთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე, თუკი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პირდაპირ გამომდინარეობს მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან.
4. სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა საკითხებზეც, თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს მერის ბრძანებით.
5. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
6. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
7. მერიის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 15🔗.
მერიის სამსახურის განყოფილების უფროსი
1. მერიის სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;
თ) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 16🔗.
მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში
1. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მერის წარმომადგენელი ინიშნება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3.მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის გამოკითხვას და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ე) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში. ამზადებს და მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ. ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვის ჩატარებას აღნიშნულ საკითხზე. აგროვებს, აანალიზებს და მერს წარუდგენს მოსახლეობის შენიშვნებსა და წინადადებებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით;
ვ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;
ზ) გასცემს ცნობებს კანონმდებლობის შესაბამისად. მათ შორის: ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილებით განსაზღვრული წესით გასცემს ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობას; „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების შესაბამისად გასცემს ცნობას მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ
თ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ი) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
კ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ლ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
მ) მონაწილეობს სატრანსპორტო სისტემისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
ნ) ამზადებს წინადადებებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურებაზე;
ო) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ადგილობრივი გზების, ტროტუარების, მოედნების მოვლა-პატრონობას;
პ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის სასაფლაოების მოვლა-პატრონობას;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო- პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების პროცესში;
ს) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.
4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
5. მერიის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომლითაც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ცნობებს, ასევე სხვა დოკუმენტებს, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
მუხლი 17🔗.
მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეები
1. მერიაში საჯარო სამსახურს ასევე ეწევა:
ა) მერიის მე-3 რანგის 1-ლი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ან/და სხვა საჯარო მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) მერიის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;
გ) დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.
მუხლი 18🔗.
მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
1. მერიის მოხელეთა თანამდებობათა დასახელებები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. მერის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
3. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერიის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 19🔗.
მერიის მოხელთა უფლება-მოვალეობები
1. მერიის საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, შესაბამისის სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
2. მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს მერი.
3. მერიის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას დებს მერი.
თავი IV
მერიის მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 20🔗.
მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
1. ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს მერიის საქმიანობას, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების, ასევე კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისკენ.
2. ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 21🔗.
მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
1. მერიის თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შემდეგ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:
ა) მერის ბრძანება;
ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება,
გ) მერის მოადგილის ბრძანება;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის −
მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება;
2. მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მერიის დებულებით, მერიის სამსახურების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
3. მერის პირველი მოადგილე და მერის მოადგილე უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება მერიის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით;
4. მერიის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით.
მუხლი 22🔗.
მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი
1. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილისა და მერიისს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
3. თუ მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მერიას − მერის მიერ განსაზღვრული პირი.
მუხლი 23🔗.
მერიის და მერიის სამსახურის სამუშაო გეგმები
1. მერიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, მერის დავალებით შეიძლება შედგეს მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმები.
2. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
3. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის დასაგეგმი პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი, 6 თვე და წელიწადი.
4. მერიის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო ამტკიცებს მერი.
5. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს. სამსახურის ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს შეიმუშავებს და მერთან შეთანხმებით ამტკიცებს სამსახურის ხელმძღვანელი.
6. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება მერის წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.
7. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს ახორციელებს მერი.
მუხლი 24🔗.
ანგარიშგება
1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, წერილობითი ანგარიშის წარდგენით.
2. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის და სამსახურის განყოფილების საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი, 6 თვე და წელიწადი.
მუხლი 25🔗.
საქმიანობის შეფასება
1. მოხელის ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს მოხელის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს, აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
2. განყოფილების საქმიანობას აფასებს მუნიციპალური სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
3. მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
4. მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერიის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი. მერიის ანგარიში განიხილება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 26🔗.
მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
1. მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ, მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა.
2. „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრული წესით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრავს მერი.
3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ- გვერდი, რომელიც მდებარეობს მისამართზე www.dusheti.org.ge.
4. ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს:
ა) მერიის თანამდებობის პირთა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს გამოქვეყნებას;
ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;
გ) მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები;
დ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები;
ვ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;
ზ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;
თ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ი) ინფორმაცია მუნიციპალური პროგრამების და მათი განხორციელების თაობაზე;
კ) სხვა საჯარო ინფორმაცია.
მუხლი 27🔗.
მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი
1. მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
2. მერიაში შიდა აუდიტს ახორციელებს მერიის სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 28🔗.
ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება
1. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით 2017 წლის 31 დეკემბრამდე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები:
ა) მერიის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ბ) მერიის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ.