შეთანხმება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუმინეთის სტატისტიკის ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 11.12.1997
ძალაში შესვლა 11.12.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000092
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 11/02/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით (ხელმოწერილია) | რუმინეთის სტატისტიკის ეროვნული კომისიის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუმინეთის სტატისტიკის ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა
და
რუმინეთის სტატისტიკის ეროვნულ კომისიას
შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და რუმინეთის სტატისტიკის ეროვნული კომისია, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
ეყრდნობიან რა ურთიერთდაინტერესებას განავითარონ თანამშრომლობა სტატისტიკის სფეროში,
აფართოვებენ რა სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლასა და აძლიერებენ რა ორივე სახელმწიფოს სტატისტიკურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას ნაცვალგების საფუძველზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები განახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
– სტატისტიკური მაჩვენებლების სისტემების შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ მეთოდოლოგიური მასალებისა და დოკუმენტაციის გაცვლა.
– სტატისტიკური გამოცემების გაცვლა (ყოველწლიური ცნობარების, კრებულების, მიმოხილვებისა და სხვა).
– კომპიუტერული მონაცემების ბაზების შექმნის და ახალი ინფორმატიკული ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში გამოცდილებების გაცვლა.
– იმ ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ეხება ეროვნული პროგრამების ცვლილებების ჰარმონიზაციას საერთაშორისო დონის ნორმების, სტანდარტების და მეთოდოლოგიების შესაბამისად.
– გამოცდილების გაზიარება სტატისტიკური მიმოხილვებისა და ეროვნული ანგარიშების სისტემების დანერგვის საკითხებზე.
– ერთობლივი შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება სახელმწიფო სტატისტიკური ორგანიზაციების საქმიანობის თანამედროვე მიმართულებებისა და გამოცდილების შესწავლის მიზნით.
– ურთიერთთანამშრომლობა ეროვნული სტატისტიკური დაწესებულებების საერთაშორისო სტატისტიკურ ორგანიზაციებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების შესახებ.
მუხლი 2🔗
მხარეები დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი სტატისტიკური სისტემების განვითარების საკითხებზე სპეციალისტების მომზადების ორგანიზებაში.
მუხლი 3🔗
მხარეებს, სტატისტიკის სფეროში საერთაშორისო პროექტების მომზადების დროს, შეუძლიათ მიმართონ ერთმანეთს დახმარებაზე თხოვნით.
მუხლი 4🔗
ორმხრივი თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის საკითხები შეთანხმებულ იქნება მხარეების მიერ. მხარეები ფინანსური მხარდაჭერისათვის მიმართავენ იმ საერთაშორისო სტატისტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებს, რომლებთანაც ისინი თანამშრომლობენ.
მუხლი 5🔗
მხარეები ერთობლივად განიხილავენ ამ შეთანხმების რეალიზაციის დროს წამოჭრილ პრობლემებს და საჭიროებისდა მიხედვით მიიღებენ ზომებს მათ გადასაჭრელად. შეთანხმების განხორციელების ზომები განიხილება ეროვნული სტატისტიკური დაწესებულებების მაღალი თანამდებობის პირების მიერ.
მუხლი 6🔗
სტატისტიკური ორგანოების იმ საქმიანობის კოორდინირებას, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების საგანს, ახორციელებს ერთობლივი ჯგუფი თითოეული მხარის სტატისტიკური ორგანოების მეთაურების ხელმძღვანელობით.
მხარეები, ამ შეთანხმების ფარგლებში მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების დროს, გამოიყენებენ ინგლისურ ენას, როგორც სამუშაო ენას.
მუხლი 7🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება სამი წლის განმავლობაში. ეს შეთანხმება გააგრძელებს მოქმედებას შემდგომი სამწლიანი პერიოდებით, თუ მისი მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე ერთ-ერთი მხარის მიერ არ იქნა გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
შესრულებულია ქალაქ ბუქარესტში, 1997 წლის 11 დეკემბერს, ორ ორიგინალურ პირად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი არის აუთენტური. ტექსტებს შორის უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სტატისტიკის
სახელმწიფო დეპარტამენტის
სახელით
(ხელმოწერილია)
რუმინეთის სტატისტიკის
ეროვნული კომისიის
სახელით
(ხელმოწერილია)