ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 27.09.1995
ძალაში შესვლა 27.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000094
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 11/02/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით პრემიერ-მინისტრის მოადგილე ზურაბ კერვალიშვილი | ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი მორთეზა მოჰამედხანი |
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური
რესპუბლიკის მთავრობას შორის
სამრეწველო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, ბატონ რაფსანჯანის საქართველოში ვიზიტის ჩარჩოებში, რომელიც განხორციელდა 1995 წლის 19-21 აპრილამდე, შესაბამისად, 1974 წლის 31.1 – 1.2-ს ჩატარდა მოლაპარაკებები სამრეწველო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ძველ შეთანხმებათა და თანამშრომლობის მიმოხილვასთან ერთად,
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ თანამშრომლობა ქ. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის „კოლხიდას“ აქციონერულ საზოგადოებასთან 2 ტონიანი სატვირთო ავტომობილების ერთობლივი წარმოების სფეროში.
ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტის დაჩქარებისათვის საქართველოს მხარე ერთი თვის განმავლობაში ქ. თეირანში საავტომობილო კორპორაცია „საიპა“-ში გააგზავნის ექსპერტთა ჯგუფს ფინანსური და ტექნიკური საკითხების ირგვლივ მოლაპარაკებების ჩატარებისათვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
2. ირანის მხარემ გამოთქვა სურვილი მიიღოს მონაწილეობა კაპიტალდაბანდებებში რუსთავის აქციონერული საზოგადოება „აზოტ“-ზე, კაპროლაქტამის და ციანმარილების წარმოებაში.
საქართველოს მხარე შეისწავლის თანამშრომლობის პირობებს და ერთი თვის განმავლობაში გადასცემს ირანის მხარეს თავის ტექნიკურ წინადადებებს ექსპერტების მოლაპარაკების ჩატარების შესახებ.
3. საქართველოს მხარემ გამოხატა თავისი მზადყოფნა, რათა ირანის მხარეს გადასცეს საერთო სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროძრავების (1,0 კვტ-მდე სიმძლავრით) წარმოების ტექნოლოგიები და მოწყობილობა და ირანული მხარის პარტნიორობასა და ინვესტირებაზე საქართველოში არსებულ დარგებში;
ირანის მხარე დათანხმდა ერთი თვის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის მიერ ელექტროძრავების მწარმოებელი ქარხნების დათვალიერებასთან და იმ ინფორმაციის შესწავლასთან ერთად, რომელსაც საქართველოს მხარე ქარხნების შესახებ მიაწვდის ირანის მხარეს, წარმოადგინოს თავისი წინადადებები.
4. საქართველოს მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ირანის სითბურ ელექტროსადგურებზე ავტომატიზირებული კონტროლისა და მართვის სისტემების მოდერნიზირებისათვის.
ირანის მხარე დაეთანხმა გადასცეს ეს წინადადებები ენერგეტიკის სამინისტროს და შეატყობინოს თავის გადაწყვეტილებებზე.
5. ირანის მხარემ შემოიტანა წინადადება მიიღოს მონაწილეობა საქართველოს შესაბამისი ჰიდრო და სითბური ელექტროსადგურების აღდგენით და სარემონტო სამუშაოებში (მასალებით, მოწყობილობით და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება).
საქართველოს მხარე განიხილავს და შეატყობინებს თავის წინადადებებს ორი თვის განმავლობაში.
6. ირანის მხარე წინასწარი შეხვედრების საფუძველზე თავაზობს თანამშრომლობას და კაპიტალდაბანდებას ფირმა „აბრან-სანხატ“-სა და ქ. ქუთაისის მინიტრაქტორების ქარხანას შორის მინიტრაქტორების გამოშვებაში.
ირანის მხარე თხოვს შეატყობინონ ორი თვის განმავლობაში პარტნიორობის პირობების შესახებ.
7. ირანის მხარე თავაზობს ფაიფურის, აგურისა და საშენი მასალებისაგან კერამიკული და სანტექნიკური ნაკეთობების წარმოების ტექნოლოგიებს.
აგრეთვე კვების, რადიოელექტრონული, ელექტროტექნიკური და სამაცივრო მრეწველობის ტექნოლოგიებს და მოწყობილობებს.
საქართველოს მხარე შეისწავლის ზემოხსენებულ მოსაზრებებს და ორი თვის განმავლობაში აცნობებს წინადადებებს თანამშრომლობის შესახებ.
8. ირანის მხარემ გამოხატა თავისი დაინტერესება საქართველოსაგან ლითონური დარიშხანის, ლითოფონისა და მინერალური (აზოტის) სასუქების შესყიდვაში. თავის მხრივ ირანის მხარე თავაზობს მოცემული სიის მიხედვით (დანართი 1) სამრეწველო პროდუქციის მიწოდებას.
საქართველოს მხარე ერთი თვის განმავლობაში აწვდის აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს ლითონური დარიშხანის, ლითოფონისა და მინერალური (აზოტის) სასუქების მოცულობებისა და ღირებულებების მითითებას. ერთდროულად აცნობებს ირანის მხარეს დანართი 1-ის მიხედვით პროდუქციაში მოთხოვნილებების შესახებ.
ინფორმაციის გაცვლის შემდეგ დამამზადებელ ქარხნებთან დაიწყება მოლაპარაკება შეთანხმებების დადებისათვის.
9. საქართველოს მხარე თავაზობს, რომ საქართველოში შეიქმნას ერთობლივი საწარმო ორივე ქვეყანაში არსებული სამკურნალო მცენარეების საფუძველზე სამკურნალო საშუალებების გამოშვებისათვის.
საქართველოს მხარემ ირანის მხარეს შესწავლისათვის გადასცა საქართველოში არსებული სამკურნალო მცენარეების სია.
10. საქართველოს მხარემ გამოხატა თავისი მიზანსწრაფვა საქართველოს რესპუბლიკაში ქარხნების აღდგენაში და მოდერნიზაციაში ირანის ფირმების ჩართვის შესახებ და ერთი თვის განმავლობაში გადასცემს თავის ტექნიკურ წინადადებებს პარტნიორობის სახის მითითებით ირანის მხარის მიერ განხილვისა და შესწავლისათვის.
11. მხარეები შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობისათვის სასურველი პირობების შესაქმნელად ერთი თვის ვადაში მოამზადონ ხელშეკრულება კაპიტალდაბანდებათა დაცვისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ და ხელი მოაწერონ მას ერთობლივი კომისიის დროს.
ირანის მხარე ორი კვირის განმავლობაში გადასცემს საქართველოს მხარეს ხელშეკრულების პროექტს.
13. საქართველოს მხარე დათანხმდა შექმნას საჭირო პირობები საინჟინრო-ტექნიკური მომსახურების სფეროში მომუშავე ირანის ფირმების საქმიანობისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
პრემიერ-მინისტრის მოადგილე
ზურაბ კერვალიშვილი
ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი
მორთეზა მოჰამედხანი