შეთანხმება საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

მიღების თარიღი 30.07.1992
ძალაში შესვლა 26.06.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000156
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/03/1998
matsne.gov.ge 1,767 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.1992 მიღება
26.06.1995 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმება საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა მოწადინებულნი არიან რა, გააადვილონ მგზავრებისა და საქონლის ტრანსპორტირება გზების მეშვეობით ორ ქვეყანას შორის და აგრეთვე ტრანზიტით თავიანთი ტერიტორიების გავლით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი l ამ შეთანხმების დებულებები შეეხება მგზავრებისა და საქონლის საერთაშორისო ტრანსპორტირებას გზების მეშვეობით, ერთი შემთანხმებელი მხარის ტერიტორიიდან ან ტერიტორიისკენ, და ტრანზიტით მეორე შემთანხმებელი მხარის ტერიტორიის გავლით, იმ ავტომანქანების გამოყენებით, რომლებიც რეგისტრირებული არიან პირველად დასახელებული შემთანხმებელი მხარის ტერიტორიაზე და აქვთ საერთაშორისო ტრანსპორტირების უფლება. მუხლი 2🔗 განსაზღვრები ტერმინი „გადამზიდავი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც მიღებული აქვს ნებართვა მგზავრების და საქონლის ტრანსპორტირებისა შემთანხმებელ მხარეთა კანონების, სამართლებრივი ნორმებისა და წესების შესაბამისად. ტერმინი „ავტომანქანა“ ნიშნავს a) საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებით – ნებისმიერ სატვირთო ავტომანქანას, მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანას, გამწევ ავტომანქანას ან ნახევარმისაბმელიან გამწევ ავტომანქანას, ნახევარმისაბმელს. b) მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებით – ავტობუსს, რაც ნიშნავს ნებისმიერ საგზაო ავტომანქანას, აგებულს რვაზე მეტი მგზავრის, გარდა მძღოლისა, და აგრეთვე ბარგის გადასაზიდი მისაბმელის ტრანსპორტირების მიზნით. ტერმინი „ნებართვა“ ნიშნავს ნებართვებს, გაცემულს ერთ-ერთ შემთანხმებელ მხარეში რეგისტრირებული საგზაო ავტომანქანისთვის მეორე შემთანხმებელი მხარის მიერ, რათა დართოს ავტომანქანას ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე შესვლისა და ტერიტორიიდან გასვლის, ან ტერიტორიის გავლით მგზავრობის ნება, და აგრეთვე სხვა „ნებართვებს“, გათვალისწინებულს მოცემული შეთანხმებით. ტერმინი „კვოტა“ ნიშნავს თითოეული შემთანხმებელი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა მიერ ყოველწლიურად გაცემული ნებართვების რაოდენობას. ტერმინი „რეგულარული საავტობუსო მიმოსვლა“ ნიშნავს ორი შემთანხმებელი მხარის ტერიტორიებს შორის მგზავრების გადაყვანას დადგენილი მარშრუტებით, ტარიფებითა და განრიგებით, გადაყვანის მომსახურების რეგულარულობისა და პერიოდის, და აგრეთვე მგზავრების დასატოვებლად და ასაყვანად გაჩერების გათვალისწინებით. ტერმინი „რეგულარული სატრანზიტო საავტობუსო მიმოსვლა“ ნიშნავს რეგულარულ საავტობუსო მიმოსვლას, რომელიც იწყება ერთ-ერთი შემთანხმებელი მხარის ტერიტორიაზე, გადაკვეთს მეორე შემთანხმებელი მხარის ტერიტორიას მგზავრების დატოვების ან აყვანის გარეშე, და სრულდება მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ტერმინი „მაქოსებრი მიმოსვლა“ ნიშნავს მათი დარჩენის ხანგრძლივობის მიხედვით წინასწარ დაჯგუფებული მგზავრების ორგანიზებულ საერთაშორისო ტრანსპორტირებას ერთი და იმავე გამგზავრების პუნქტიდან ერთსა და იმავე დანიშნულების პუნქტში და მათს დაბრუნებას გამგზავრების პუნქტში განრიგით წინასწარ დადგენილი პერიოდის ბოლოს (ყველა მგზავრს, რომლებიც ჯგუფის შემადგენლობაში მოგზაურობენ, იმავე ჯგუფის შემადგენლობაში დაბრუნება მოეთხოვებათ, ხოლო დანიშნულების პუნქტიდან უკან პირველად გამომგზავრება და დანიშნულების პუნქტში ბოლო გამგზავრება მოხდება მგზავრების გარეშე). ტერმინი „დახურული კარით მიმოსვლა“ (ტურისტული ტრანსპორტირება) ნიშნავს მგზავრების ერთი და იმავე ჯგუფის ერთი და იმავე ავტომანქანით საერთაშორისო გადაყვანას მგზავრობისას, რომელიც ერთ–ერთი შემთანხმებელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე პუნქტიდან იწყება და იმავე შემთანხმებელ მხარეში სრულდება მგზავრების აყვანის ან დატოვების გარეშე. ტერმინი „სატრანზიტო ტრანსპორტირება“ ნიშნავს მგზავრების გადაყვანასა და საქონლის გადაზიდვას ერთ-ერთი შემთანხმებელი მხარის ტერიტორიის გავლით, ამ შემთანხმებელი მხარის ფარგლებს გარეთ მდებარე გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტებს შორის. მუხლი 3🔗 თითოეული შემთანხმებელი მხარე, ამ შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, ცნობს ტრანზიტის უფლებას მეორე შემთანხმებელი მხარის მგზავრებთან, მათ პირად ნივთებთან, კომერციულ საქონელთან და ავტომანქანებთან მიმართებაში, იმ მარშრუტებით, რომლებიც თითოეული შემთანხმებელი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა მიერ უნდა დადგინდეს. მუხლი 4🔗 არც ერთი შემთანხმებელი მხარე არ დაუწესებს რაიმე საიმპორტო ან საექსპორტო გადასახადს ან მოსაკრებელს (საბაჟო გადასახადის ჩათვლით) მეორე შემთანხმებელი მხარის ავტომანქანებს, რომლებიც მის ტერიტორიაზე იმყოფებიან, გარდა შემდეგი გადასახადებისა: a) ფასიანი გზების ქსელის ინფრასტრუქტურით სარგებლობის საფასურები (საგზაო და სახიდე მოსაკრებლები); b) გადასახადები, არადისკრიმინაციულ საფუძველზე, საწვავის ეროვნულ და საერთაშორისო ფასს შორის არსებული განსხვავების დასაფარავად; c) მოსაკრებლები, თუ ავტომანქანის წონა, ზომები ან ტვირთი შემთანხმებელ მხარეთა ეროვნულ კანონმდებლობაში დაწესებულ ლიმიტებს აღემატება; d) მოსაკრებლები, თუ, ორივე შემთანხმებელი მხარის თანხმობით, ერთ-ერთი სხვა შემთანხმებელი მხარის ავტომანქანები მეორე შემთანხმებელი მხარის ტერიტორიაზე აწარმოებენ გადაზიდვებს დადგენილი კვოტების გადაჭარბებით. ეს საკითხი რეგულირებულია სპეციალური ოქმით. მუხლი 5🔗 იქმნება შერეული კომისია, შემდგარი ორი შემთანხმებელი მხარის წარმომადგენელთაგან. შერეული კომისიის უფლებამოსილებათა სფეროში შედის: a) მეთვალყურეობა ამ შეთანხმების ჯეროვნად რეალიზაციაზე; b) ნებართვათა გაცვლის ფორმის, რაოდენობის, დროისა და გზების განსაზღვრა; c) იმ შესაძლო პრობლემათა შესწავლა და მათ გადასაჭრელად წინადადებათა შეთავაზება, რომლებიც არ მოგვარებულა უშუალოდ იმ კომპეტენტურ ორგანოთა შორის, რომლებიც ამ შეთანხმების 28-ე მუხლში არიან მოხსენიებულნი; d) ყველა იმ სხვა შესაბამისი საკითხის განხილვა, რომლებიც ამ შეთანხმების მოქმედების სფეროში ხვდება და რეკომენდაციების გაკეთება მათ მოსაგვარებლად; e) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ორმხრივად შესათანხმებელი ნებისმიერი სხვა საკითხების განხილვა. შერეული კომისიის სხდომები გაიმართება როდესაც ეს საჭირო იქნება, ერთ-ერთი შემთანხმებელი მხარის მოთხოვნით, მონაცვლეობით საქართველოსა და თურქეთში. შერეული კომისიის სხდომაზე განსახილველი დღის წესრიგი წინასწარ მზადდება შემთანხმებელ მხარეთა მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით, ზემოხსენებული უფლებამოსილებათა სფეროს გათვალისწინებით. შერეულ კომისიას შეუძლია ამ შეთანხმების ნებისმიერი მუხლის შესწორების რეკომენდება და დასამტკიცებლად კომპეტენტურ ორგანოთათვის წარდგენა. მგზავრების გადაყვანა მუხლი 6🔗 ერთ-ერთი შემთანხმებელი მხარის გადამზიდავი აწარმოებს რეგულარულ მიმოსვლას ან რეგულარულ სატრანზიტო მიმოსვლას მეორე შემთანხმებელი მხარის ტერიტორიისაკენ ან ტერიტორიის გავლით, წინასწარ აიღებს რა წლიურ ნებართვას მეორე შემთანხმებელი მხარის კომპეტენტური ორგანოსაგან. მუხლი 7🔗 შემთანხმებელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები წინასწარ გაცვლიან ამგვარ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ წინადადებებს. ეს წინადადებები უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც შეეხება გადამზიდავის (კომპანიის) სახელწოდებას, მარშრუტს, განრიგს, ტარიფებს, ადგილებს, სადაც გადამზიდავი გაჩერდება და მგზავრებს აიყვანს და ჩაუშვებს, და აგრეთვე ტრანსპორტირების დადგენილ პერიოდსა და რეგულარულობას. მუხლი 8🔗 დახურული კარით მგზავრობით (სატრანზიტო ტურისტული) მიმოსვლა და მაქოსებრი მიმოსვლა, რომელიც ერთ-ერთი შემთანხმებელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა ავტომანქანამ უნდა განახორციელოს მეორე შემთანხმებელი მხარის ტერიტორიისკენ ან ტერიტორიიდან, არ ექვემდებარება ნებართვის აღებას, თუ ის ორივე შემთანხმებელი მხარის თანხმობით წარმოებს, იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება ორივე შემთანხმებელი მხარის მიერ დამტკიცებული პირობების თანახმად.​1 მუხლი 9🔗 სპეციალური ნებართვა გაიცემა თითოეული არარეგულარული წრიული საავტობუსო რეისისთვის, თუ ის რაიმე სხვას არ გულისხმობს. ამგვარი ნებართვების აღების წესებსა და მათს ფორმას ათანხმებენ ორივე შემთანხმებელი მხარის კომპეტენტური ორგანოები. საქონლის გადაზიდვა მუხლი 10🔗 საქონლის გადაზიდვა ავტომანქანებით ან ტრანზიტით შემთანხმებელ მხარეთა ტერიტორიების გავლით ხდება წინასწარი ნებართვით, გაცემულით კომპეტენტურ ორგანოთა მიერ, და კვოტის საფუძველზე, გარდა ქვემოთ განსაზღვრული შემთხვევებისა: a) გარდაცვლილთა გადასვენება (განსაკუთრებით ამ მიზნისთვის განკუთვნილი ავტომანქანებით); b) დეკორატიული საგნების გადაზიდვა თეატრალური წარმოდგენებისთვის; c) ისეთი საქონლის, მოწყობილობისა და ცხოველების ტრანსპორტირება, რომლებიც საჭიროა მუსიკალური წარმოდგენებისთვისა და კინემატოგრაფიული, საცირკო და ფოლკლორული შოუებისთვის და ტელე- და რადიოპროგრამების ჩასაწერად; d) ხელოვნების ნაწარმოებების გადაზიდვა; e) ცხოველების გადაყვანა, გარდა დასაკლავად განკუთვნილი ცხოველებისა; f) დაზიანებული ავტომანქანების ან მწყობრიდან გამოსული ავტომანქანების გადაზიდვა; g) საფოსტო გადაზიდვები; h) აეროპორტებში ან აეროპორტებიდან საქონლის დროდადრო გადაზიდვა ავიარეისების განრიგების ცვლილებათა შედეგად; i) დახმარებისთვის განკუთვნილი მასალების გადაზიდვა სტიქიურ უბედურებათა შემთხვევაში; j) ბაზრობებისთვის და გამოფენებისთვის განკუთვნილი მასალების გადაზიდვა; k) შერეული კომისიის მიერ ორმხრივად შესათანხმებელი სხვა შემთხვევები. მუხლი 11🔗 საქონლის თითოეული გადაზიდვისთვის გაიცემა ნებართვა ავტომანქანის გამოსაყოფად 1 წრიული მგზავრობისათვის. გაცემული ნებართვა იძლევა ტვირთის შეგროვების უფლებას მეორე შემთანხმებელი მხარის ტერიტორიაზე, თუ ეს რაიმე სხვას არ გულისხმობს. ავტომანქანის დაუტვირთავად შესვლის შემთხვევაში, აღება ტვირთისა, რომელიც განკუთვნილია ქვეყნისთვის, რომელშიც რეგისტრირებულია ავტომანქანა, სპეციალურ ნებართვას ექვემდებარება. მუხლი 12🔗 ნებართვები ერთწლიანია, ხოლო მომდევნო წლის ნებართვები გაიცვლება ყოველი წლის ნოემბერში. როდესაც საჭირო იქნება, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაიცვლება დამატებითი ნებართვების გარკვეული რაოდენობა შემთანხმებელი მხარეების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად. სატრანზიტო ნებართვა ძალაშია შემთანხმებელ მხარეთა ტერიტორიების გავლით განხორციელებული ერთი წრიული სატრანზიტო მგზავრობის განმავლობაში. იგი ძალაშია აგრეთვე ერთი ავტომანქანისთვის და მხოლოდ იმ გადამზიდავისთვის, ვისზეც იგი გაიცა და არ ექვემდებარება სხვისთვის გადაცემას. ორივე შემთანხმებელი მხარის კომპეტენტური ორგანოები შეთანხმდებიან ამგვარ ნებართვათა გაცემის წესებისა და ფორმების თაობაზე. მუხლი 13🔗 1. იარაღის, საბრძოლო მასალების და სამხედრო მოწყობილობის და ფეთქებადი მასალების გადაზიდვა ორ შემთანხმებელ მხარეს შორის ან ტრანზიტი თითოეული მხარის ტერიტორიის გავლით ექვემდებარება ამ მიზნით აღებულ სპეციალურ ნებართვას. 2. იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო საქონლის გადაზიდვა სპეციალურ ნებართვას მოითხოვს, გადამზიდავი მას მეორე შემთანხმებელი მხარის კომპეტენტური ორგანოსაგან აიღებს. 3. ისეთი საქონლის გატარება, რომლის ქვეყანაში შეტანაც აკრძალულია ადამიანის, ცხოველების ან მცენარეების ჰიგიენასთან დაკავშირებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, აგრეთვე უნდა გამოირიცხოს ტრანზიტის უფლებიდან. 4. იმ შემთხვევაში, თუ დატვირთული ან დაუტვირთავი ავტომანქანის წონა ან ზომები მეორე შემთანხმებელი მხარის ეროვნულ კანონმდებლობაში დაწესებულ ლიმიტებს აღემატება, გადამზიდავმა უნდა აიღოს სპეციალური ნებართვა ამ უკანასკნელი მხარის კომპეტენტურ ორგანოთაგან. 5. თუ მოცემული მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული ნებართვები ტრანსპორტირების განსაზღვრულ მარშრუტს განაპირობებს, გადაზიდვა ამ მარშრუტით უნდა განხორციელდეს. მუხლი 14🔗 საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა გზების მეშვეობით თანახმად „შეთანხმებისა“ ექვემდებარება „საქონლის საერთაშორისო ტრანსპორტირების შესახებ კონვენციის“ მოთხოვნებს ტირ-კარნეტებისა​2 და ეროვნული კანონებისა და სამართლებრივი ნორმების ფარგლებში. მოცემულ შეთანხმებაში კონკრეტულად დასახელებული საქონლის სახეობათა გადაზიდვა ხორციელდება ზემოთ განპირობებული საერთაშორისო მეთოდების თანახმად. სხვადასხვა სახის დებულებები მუხლი 15🔗 მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული გადაზიდვები უნდა შეასრულონ მხოლოდ იმ გადამზიდავებმა, რომლებსაც, მათი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ საერთაშორისო გადაზიდვების შესრულების უფლება. გადამზიდავისთვის გაცემული ნებართვა ძალაშია მხოლოდ მისთვის და არ ექვემდებარება სხვისთვის გადაცემას. მუხლი 16🔗 საერთაშორისო გადაზიდვის შემსრულებელ გადამზიდავებს უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია და მათი ქვეყნის განმასხვავებელი ნიშნები. მუხლი 17🔗 გადამზიდავი ვერ შეასრულებს მგზავრებისა და საქონლის ტრანსპორტირებას მეორე შემთანხმებელის მხარის ტერიტორიაზე არსებულ ორ პუნქტს შორის, თუ აღებული არა აქვს კომპეტენტური ორგანოების სპეციალური ნებართვა. მუხლი 18🔗 გადამზიდავს უფლება აქვს, შეასრულოს გადაზიდვა მეორე შემთანხმებელი მხარის ტერიტორიიდან მესამე ქვეყანაში, და აგრეთვე მესამე ქვეყნის ტერიტორიიდან მეორე შემთანხმებელი მხარის ტერიტორიისკენ, თუ ამ უკანასკნელი მხარის კომპეტენტურ ორგანოთაგან აღებული აქვს სპეციალური ნებართვა. მუხლი 19🔗 1. ავტობუსის ან სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უნდა ჰქონდეს ეროვნული ან საერთაშორისო მართვის უფლების მოწმობა, შესაფერისი მისი ავტომანქანის კლასისთვის, და აგრეთვე ავტომანქანის ეროვნული სარეგისტრაციო დოკუმენტები. 2. ეროვნული ან საერთაშორისო მართვის უფლების მოწმობა ექვემდებარება საგზაო მოძრაობის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დებულებებს. 3. მოცემული შეთანხმების დებულებათა თანახმად საჭირო ნებართვები და სხვა დოკუმენტები ინახება ავტომანქანაში და კომპეტენტურ შემმოწმებელ ორგანოთა მოთხოვნით გადაეცემა და წარედგინება მათ. მუხლი 20🔗 მოცემული შეთანხმების დებულებებზე დაფუძნებული გადაზიდვები სრულდება მხოლოდ ტრანსპორტირების შემსრულებელი თითოეული ავტომანქანისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წინასწარ გაფორმების პირობით. მუხლი 21🔗 1. მოცემული შეთანხმების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში, იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები, სადაც რეგისტრირებულია ავტომანქანა, მიიღებენ შემდეგ ზომებს მათს ქვეყანაში მოქმედი კანონების გაუთვალისწინებლად, რათა შეასრულონ მოთხოვნები იმ მეორე შემთანხმებელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისა, სადაც დარღვევას ჰქონდა ადგილი: a) აცნობებენ გადამზიდავს მომხდარის შესახებ; b) აცნობებენ გადამზიდავს მომხდარის შესახებ და განაცხადებენ, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში გადაზიდვების ნებართვა შეჩერდება დროის განსაზღვრული პერიოდით, ანდა გაუქმდება მოცემული შეთანხმების c) პუნქტის თანახმად; c) დროის განსაზღვრული პერიოდით შეაჩერებენ ან გააუქმებენ მოცემული შეთანხმების საფუძველზე გაცემულ ნებართვას. 2. შემთანხმებელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მიღებული ზომების შესახებ. მუხლი 22🔗 შემთანხმებელი მხარეები მიიღებენ ყველა ზომას, რომელსაც ისინი აუცილებლად მიიჩნევენ, რათა რაც კი შეიძლება გააადვილონ, გაამარტივონ და დააჩქარონ მგზავრებისა და საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საბაჟო და სხვა ფორმალობები. მუხლი 23🔗 ავტომანქანების სტანდარტულ ავზებში არსებული საწვავი თავისუფლდება საბაჟო მოსაკრებლებისგან და ყველა სხვა გადასახადისგან და მოსკრებლისგან. სტანდარტული ავზი არის ავტომანქანების მწარმოებლების მიერ გათვალისწინებული ავზი. მუხლი 24🔗 შეცვლილი დეტალი რეექსპორტირებული უნდა იქნეს ან უნდა განადგურდეს საბაჟო ორგანოთა მეთვალყურეობის ქვეშ, ანდა მიტანილ უნდა იქნეს ამ ორგანოთათვის. სათადარიგო დეტალების იმპორტი ექვემდებარება ეროვნულ კანონებსა და სამართლებრივ ნორმებს. მუხლი 25🔗 სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული გადახდები შემთანხმებელ მხარეთა შორის მოხდება კონვერტირებად ვალუტაში, რომელსაც მიიღებენ შემთანხმებელ მხარეთა სათანადოდ უფლებამოსილი ბანკები შემთანხმებელ მხარეებში მოქმედი სავალუტო კანონების, სამართლებრივი ნორმებისა და წესების თანახმად. მუხლი 26🔗 ავარიების, მწყობრიდან გამოსვლის ან სხვა სირთულეების შემთხვევაში, იმ შემთანხმებელი მხარის კომპეტენტური ორგანოები, რომლის ტერიტორიაზეც მოხდება ამგვარი ინციდენტი, მეორე შემთანხმებელ მხარეს მიაწვდიან საქმის გამოკვლევის ანგარიშსა და შედეგებს და სხვა აუცილებელ ინფორმაციას. მუხლი 27🔗 გადამზიდავები და ეკიპაჟი ავტომანქანებისა, რომლებიც ერთ-ერთ შემთანხმებელ მხარეშია რეგისტრირებული, უნდა დაემორჩილონ მეორე შემთანხმებელი მხარის კანონებსა და სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც საგზაო მოძრაობას არეგულირებს. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხი, რომლებსაც ეს შეთანხმება არ მოიცავს, ექვემდებარება შემთანხმებელ მხარეთა კანონებს, სამართლებრივ ნორმებსა და წესებს. მუხლი 28🔗 ამ შეთანხმების რეალიზაციაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან: – საქართველოში – ტრანსპორტის სამინისტრო – თურქეთში – ტრანსპორტის სამინისტრო მუხლი 29🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის შემთანხმებელ მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის თანახმად მისი რატიფიკაციის დამადასტურებელი ნოტების გაცვლის თარიღისთვის და ძალაში რჩება ერთი წლის ვადით. ეს შეთანხმება ავტომატურად განახლდება ერთწლიანი ვადებით, თუ ერთ-ერთი შემთანხმებელი მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე შემთანხმებელ მხარეს მისი მოქმედების შეწყვეტის სურვილის შესახებ მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ მცირე სამი თვით ადრე. შესრულებულია თბილისში 1992 წლის ოცდაათ ივლისს ორ ორიგინალურ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ​1 ორიგინალში წინადადების დაბოლოება გაუმართავია, შესაძლოა, გამეორებას აქვს ადგილი, ან ტექსტის რაიმე ნაწილი აკლია (მთარგმნელის შენიშვნა). ​2 „საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის“ წიგნაკი (Transport International Routier carnet).