გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2017
ძალის დაკარგვა 19.04.2018
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016359
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,882 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2017 მიღება
19.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს   ორგანული   კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე   მუხლის პირველი  ნაწილის  „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  ნაწილის,  „ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  მე-2  პუნქტისა და  25-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ადმინისტრაციული  სამსახურის  დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017  წლის 27 აპრილის №20 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 01/05/2017; სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.161.016321). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. სამსახურის ცნება, მისი საქმიანობის საფუძვლები და ძირითადი პრინციპები 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. 4.სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კიდექსი“, სხვა კანონებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე. 5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 6. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 7. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №127. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.სამსახური შედგება სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურს მართავს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, მერის გადაწყვეტილებით. 4. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ე) წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება; ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. 5. სამსახურის (ქვედანაყოფი) განყოფილება შედგება განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და მოხელეებისაგან. 6. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, მერის გადაწყვეტილებით. 7. სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 8. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი. 9.სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციებია: ა) მერიის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, აგრეთვე, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება; ბ) მერის დავალებების შესაბამისად მერიის სამუშაო გეგმების პროექტების მომზადება; გ) მერიის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება; დ)ერთიანი საქმისწარმოება. სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი შესაბამისი ადრესატისათვის გადაგზავნა; ე)კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე, დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალების დამუშავება; ვ) მერიაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე; ზ) მერიის საარქივო დოკუმენტების დაცვა; თ) შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვა; ი) სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოხსენებითი ბარათების/ ან მერიის თანამდებობის პირების დავალების საფუძველზე წერილების მომზადება და მათი ადრესატებისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა; კ) მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა-შენახვა; ლ) მერის ცალკეულ დავალებების შესრულება; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. იურიდიული განყოფილების ფუნქციებია: ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა; გ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; დ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, მათი სათანადო წესით რეგისტრაცია; ე) მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, შეთანხმება და სამართლებრივი ექსპერტიზა; ვ) მუნიციპალიტეტის, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში და დაწესებულებებში; ზ) საკრებულოში განსახილველი, მერის მიერ ინიციირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და ა. შ.); ი) სათანადო ღონისძიებების გატარება მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად; კ) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე; ლ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეული საკითხების განხილვა, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის, სამართლებრივ ინტერესებთან შესაბამისობის საკითხის დადგენა; მ) მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვა; ნ) მერისა და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება; ო)კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქყვეყნება; ბ) მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა, მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა; ე) მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება; ვ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, მერიის საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ზ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; თ) ინფორმაციისა და წინადადებების მიღება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისაგან მერიაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების, აგრეთვე მერიის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესახებ; ი) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განსათავსებელი მასალების მომზადება; კ) ცხელი ხაზის ფუნქციონირება; ლ) შეხვედრების ორგანიზება. მ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. ნ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება მერის დავალებით. 4. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) საკადრო საქმისწარმოება, სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; ბ) სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება; გ) თანამშრომელთა შეფასება, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი ; დ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ე) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ვ) სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება; ზ) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა, თანამშრომელთა მოზიდვა - შერჩევა; თ) სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზება; ი) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევა და ანალიზი; კ) სამსახურში კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება; ო) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება მერის დავალებით. 5. წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ფუნქციებია: ა) მერის წარმომადგენლების კოორდინაცია; ბ) მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და მერისათვის წარდგენა; გ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; დ) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან; ე) წარმომადგენლებისა და განყოფილების მოხეელებისათვის საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გასაცემად რეკომენდაციის გაწევა; ვ) სტატისტიკური და სხვა მონაცემთა შეგროვების უზრუნველყოფა; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობა; თ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობა, წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზების გაწევა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობასა და საჯარო განხილვაში; ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია და მერისთვის მათი მიწოდების განხორციელება; ი) წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებებზე და მიზნობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაციის უზრუნველყოფა; კ) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე წინადადებების შემუშავება; ლ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ წინადადებების შემუშავება; მ) ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებაში მონაწილეობა; ნ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის წარდგენა; ო) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება მერის დავალებით. 6. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) მერიის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) ადმინისტრაციული შენობის შენახვის, მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება, სანიტარიული ნორმების დაცვა; გ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება; ე) მერიის საოფისე ინვენტარით მომარაგება; ვ) მერიის ინვენტარის, ტექნიკისა და აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვა; ზ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება მერის დავალებით. მუხლი 4🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით პერიოდულად ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს; დ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; ე) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ვ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ზ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს; ი) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საქმიანობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს. კ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას. ლ) ესწრება თათბირებს, ასევე საკრებულოს სხდომებს საჭიროების შემთხვევაში; მ) მოქმედი კანონმდებლობისა და მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ნ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ო) ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს; პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ჟ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ასევე ამოწმებს სამივლინებო ფურცლებს; რ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივ აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. ს) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 5🔗. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე; გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელის დავალებათა შესრულებაზე; ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ზ)პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელის, მერისა და მერის მოადგილეების წინაშე. მუხლი 6🔗. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს: ა)გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან; გ)წარუდგინოს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; დ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია: ა)საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ)შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის; თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას; ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.