📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2017
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,176 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2017 მიღება
20.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს   ორგანული   კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე   მუხლის პირველი  ნაწილის  „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  ნაწილის,   „ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  მე-2  პუნქტისა  და  25-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2017 წლის 27 აპრილის №22 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 01/05/2017; სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.161.016323). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების , კულტურის , ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. განათლების , კულტურის , ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახური 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე. 2. სამსახური წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. 3. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი – გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 4. სამსახურის საშტატო განრიგი განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები 1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. თავისი ამოცანების განხორცილებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ადგილსამყოფელი სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №70. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახურის ფუნქციებია: ა) წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარებისა და უკეთესი ფუნქციონირებისათვის; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფერო(ებ)ში, დარგების მიხედვით, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; გ) მონაწილეობის მიღება დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამების შემსრულებლების შერჩევაში და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი; დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით მოკლე და ხანგრძლივი სტრატეგიის, ასევე სამუშაო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების განუხრელი დაცვა და მონიტორინგი; ე) მუნიციპალიტეტის კუთვნილი, საგანმანათლებლო, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროების, ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობის და განვითარებისთვის საჭირო პროექტების მომზადება, განხორციელების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი; ვ) მუნიციპალიტეტის ფარგლებში, კომპეტენციას   მიკუთვნებული დარგების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრა, პროექტების და სამუშაო გეგმების განსაზღვრულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანა; ზ)მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სამუშაო გეგმების შემუშავების ორგანიზება, ხელშეწყობა და მონიტორინგი; თ) მუნიციპალიტეტის კულტურულ-მემკვიდრეობითი თემატიკის შენახვა-მოვლა-პატრონობის და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებისაკენ მიმართული პროგრამების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი; კ) მოქმედი კანონმდებლობით და თვითმმარველობის ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა; ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის უფლებამოსილება 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად   მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულების, სხვა დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია; გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; დ) განახორციელოს კომპეტენციას მიკუთვნებული მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგი; ე) ჩაატაროს მიღებული ინფორმაციის ანალიზი და ანგარიში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის მერს; ვ) უზრუნველყოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. 2. განყოფილება შედგება განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 4. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით. 5. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალებებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით. 6. სამსახური შედგება შემდეგი მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) განათლების და კულტურის განყოფილება; ბ) სპორტის განყოფილება; გ) ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. მუხლი 7🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ფუნქციების გადანაწილებას; გ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის ფუნქციების გადანაწილებას; დ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; ე) სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რეგულარულად ატარებს თათბირებს და იწვევს კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელ პირებს, ასევე დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებსა და ექსპერტებს; ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს, სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების მიცემის, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ზ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; თ) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; კ) მოქმედი კანონმდებლობისა და მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 8🔗. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების მეორადი სტრურული ერთეულის უფროსი: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებათა შესრულებაზე; დ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მერისა და მერის მოადგილეების წინაშე. მუხლი 9🔗. სამსახურის მოსამსახურეები 1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან; გ) წარუდგონოს სამსახურის უფროსს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; დ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. მოსამსახურე ვალდებულია: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის; თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას; ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 10🔗. სამსახურის დებულების მიღება , მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა   ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.