გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2017
ძალის დაკარგვა 19.04.2018
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016364
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,706 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2017 მიღება
19.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №63 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს   ორგანული   კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე   მუხლის პირველი  ნაწილის  „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  ნაწილის,   „ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  მე-2  პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   გარდაბნის   მუნიციპალიტეტის  მერიის   საფინანსო-საბიუჯეტო   და შესყიდვების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის №24 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 01/05/2017; სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.161.016325). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“შესაბამისად, განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას. მუხლი 1🔗. საფინანსო - საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური(შემდგომში – სამსახური) შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე. 2. სამსახური, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,საქართველოს სხვა კანონებით და ამ დებულებით დადგენილი წესით აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებსა და მერის დავალებებს. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები 1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. თავისი ამოცანების განხორცილებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი – გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. მუხლი 3🔗. სამსახურის ადგილსამყოფელი სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №127. მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულების განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილება; ბ) საბუღალტრო-სახაზინო განყოფილება; გ) შესყიდვების განყოფილება. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. 7. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები : 1. საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების ფუნქციებია: ა) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება; ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად; გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაცია; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, მერიის სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მერისთვის წარდგენა; საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საკრებულოსათვის განსახილველად წარდგენა; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა; დ) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელება; ე) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება; ვ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; ზ) წინადადებების მომზადება ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ; ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების შედგენა; თ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშის მომზადება; ი) მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან შემოსული წერილების და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადება; კ) საქართველოს კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; ლ) მერის და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება. 2. საბუღალტრო-სახაზინო განყოფილების ფუნქციებია: ა) ბიუჯეტის შემოსულობათა ოპერატიული აღრიცხვა-ანგარიშება და უშუალო კონტროლი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე გადასახდელების ნაწილში; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილებასთან ერთად ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიური ანგარიშების მომზადება; გ) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უშუალო აღსრულებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაცია; დ) მუნიციპალიტეტისა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კოორდინაცია; ე) ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინაში დოკუმენტების წარდგენა; ვ) ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ მომსახურე საბანკო დაწესებულებები და ინფორმაციის სისტემატური მიღება და ბიუჯეტის შემოსულობებისა და ხარჯების (გადასახდელებს) აღრიცხვა; ზ) ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსება; თ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვა და ანალიზი; ი) წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლი და ანალიზი; კ) მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან შემოსული წერილების და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადება; ლ) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების შესწავლა და მათი დაყვანა შესრულებამდე; მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ნ) მერის და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება 3. შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების შედგენა, დასამტკიცებლად მათი წარდგენა; ბ) დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; გ) სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად ტენდერების გამოცხადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი პროცედურების წარმოება; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ე) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა; ვ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; ზ) შესყიდვების სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და შესყიდვის საშუალების შერჩევა; გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების, სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და სხვა დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; თ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების შესწავლა და მერისთვის რეკომენდაციების წარდგენა მათი აღმოფხვრის თაობაზე; ი) მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან შემოსული წერილების და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადება; კ) საქართველოს კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; ლ) მერის და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება. მუხლი 6🔗. სამსახურის უფლებამოსილებ ა: 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია; გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; დ) უზრუნველყოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 7🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის ფუნქციების გადანაწილებას; გ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; დ) სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რეგულარულად ატარებს თათბირებს და იწვევს კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელ პირებს, ასევე დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებსა და ექსპერტებს; ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების მიცემის, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ი) მოქმედი კანონმდებლობისა და მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 8🔗. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე; გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებათა შესრულებაზე; ე) იღებს და აფასებს მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; თ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერის, მერის მოადგილეებისა და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. მუხლი 9🔗. სამსახურის მოსამსახურეები 1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან; გ) წარუდგონოს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; დ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.  3. მოსამსახურე ვალდებულია: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის; თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას; ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 10🔗. სამსახურის დებულების მიღება , მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.